reportiori.ge - „Эхо Кавказа“: „საქართველო ოცნების გარეშე“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:41
მედია
„Эхо Кавказа“: „საქართველო ოცნების გარეშე“
05 ნოემბერი, 2013. 14:25

Эхо Кавказа" საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ვრცელ სტატიას უძღვნის. სტატიას სათაურით - „საქართველო ოცნების გარეშე" ვადიმ დუბნოვი აქვეყნებს.

როგორც ავტორი აღნიშნავს, საქართველოში ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც მოსალოდნელი იყო და არჩევნები პლებისციტი აღმოჩნდა და არა - არჩევნები. მისივე თქმით, არც პრეზიდენტი აღმოჩნდა პრეზიდენტი და არც ნინო ბურჯანაძე - ნინო ბურჯანაძე, რომელიც ამბობდა, რომ არჩევნების ყველა შედეგს მიიღებდა, თუ ეს სამართლიანი იქნებოდა.

როგორც ავტორი აღნიშნავს, ნინო ბურჯანაძე წინასაარჩევნოდ ამომრჩეველს ჰპირდებოდა, რომ პუტინს მოელაპარაკებოდა, სააკაშვილს დააპატიმრებდა და ივანიშვილის შეუსრულებელ დანაპირებებს შეასრულებდა. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ბურჯანაძემ იმ იდეებით გადაწყვიტა, რომლითაც ერთი წლის წინ ივანიშვილი მოვიდა.

ვადიმ დუბნოვი წერს, რომ ქართული ოცნება 2"-მა არ იმუშავა. მისივე თქმით, ეს არც ივანიშვილს გამოუვიდა სწორედ იმიტომ, რომ ამას არც არავინ სთხოვდა.

მოსახლეობის 40%-სთვის, რომლებმაც არ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში, სააკაშვილის ციხეში გამომწყვდევა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი არ არის და უნდა აღინიშნოს, რომ არც სხვა საკითხები. მოსახლეობის 10 პროცენტზე მეტმა სააკაშვილს დაუჭირა მხარი. სისხლისმსმელი შურისძიება არც ოცნების" მხარდამჭერებისთვის იყო მთავარი. ერთი სიტყვით ისინი, ვინც შურისძიებას ითხოვენ, მესამედზე ოდნავ მეტია. არადა, ისეთი პირი უჩანდა, რომ იდეას პერსპექტიული გაგრძელება უნდა ჰქონოდა. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ მაისშიც, როცა ეკლესიის მსახურები ჰომოსექსუალებს ტაბურეტებით მისდევდნენ, ერთი შეხედვით ჩანდა, რომ ეკლესიას უამრავი დამცველი ჰყავს. მაშინვე გასაგები გახდა, რომ ჰომოსექსუალი ჰომოსექსუალი არ არის და ეროვნული ფასეულობების გამყიდველია. მათ შორის, როგორც გაირკვა, თავად ივანიშვილიც არ არის წმინდა მამების მხარდამჭერი", - წერს ავტორი.

მისივე განმარტებით, ეკლესიაც მოჩვნებითად არის ეკლესია და თუ ის ჯერაც ვიღაცისთვის რუსეთთან მართლმადიდებლური ერთიანობის სიმბოლოა, ვიღაცისთვის - ანტიდასავლურის, პატრიარქალურისა და ნაციონალურის განსახიერებაა. ყველაფერი იმის, რაც შეუბრალებლად წამლავდა სააკაშვილს.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ შესაძლოა საქართველოში არცთუ ბევრნი არიან, ვინც სიამოვნებით დაივიწყებს რუსეთის წყენას. მისივე თქმით, შესაძლოა, ბევრისთვის არც საბაჟო კავშირია ბოროტება. მაგრამ რატომ უნდა აპატიონ ეს რუსეთს, რას მიიღებენ სანაცვლოდ?

„ქართულმა პლებისციტმა გარკვევით ვერ გასცა პასუხი, რამდენნი არიან ისინი, ვისაც ჯერაც სჯერა უკანსვლის. რამდენიც არ უნდა იყვნენ, მათ ივანიშვილი ამჯობინეს. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ამტკიცებენ, მისი რეიტინგი ეცემა და სახეზეა იმედგაცრუება. მან ვერ დაიბრუნა რუსეთი, არ უარყო ნატო, არ აკრძალა ჰომოსექსუალები. ერთი წლის განმავლობაში ჯერაც ოდნავ ვერ გაირკვა, საერთოდ რისთვის მოდიოდა. ამომრჩეველთა 62%-სთვის და თითქმის 40%-სთვის შეკითხვა იმის თაობაზე, რით განსხვავდება ივანიშვილი საძულველი სააკაშვილისგან, მხოლოდ საჭირბოროტო საკითხი გამოდგა", - აღნიშნავს ვადიმ დუბნოვი.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016