reportiori.ge - უგულავას ადვოკატი -კახა კახიშვილს: არ გეუბნებით, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ უგულავას ეხება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 10:45
სამართალი
უგულავას ადვოკატი -კახა კახიშვილს: არ გეუბნებით, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ უგულავას ეხება
17 სექტემბერი, 2015. 15:27


სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გუშინ, ღამის 4 საათზე, თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ და  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"  წევრმა ეკა ხერხეულიძემ გადასცეს. გადაწყვეტილების გადაცემისას, მინისტრსა და უგულავას ადვოკატს შორის მცირე შეკამათება მოხდა.


„რეპორტიორი" აღნიშნული ინციდენტის ამსახველ დიალოგს უცვლელად გთავაზობთ:


„ბექა ბასილაია: აქ საქმე ეხება უკანონო პატიმრობას.


კახა კახიშვილი: მე როგორც წავიკითხე, აქ საქმე ეხება შემდეგს - საკონსტიტუციო სასამართლომ  ნორმა ცნო არაკონსტიტუციურად.


ბექა ბასილაია: კი ბატონო...


კახა კახიშვილი: ამ ნორმის საფუძველზე, შესაძლოა, რამდენიმე პირი იყოს საპატიმრო დაწესებულებაში. თქვენ გინდათ მითხრათ, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ უგულავას ეხება?


ბექა ბასილაია: არა, მე ამას არ გეუბნებით, უბრალოდ, ეს გადაწყვეტილება არის გიორგი უგულავას საჩივრის საფუძველზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ის ნორმა, რომლითაც გიორგი უგულავა იქნა დაკავებული.


კახა კახიშვილი:  არა მარტო გიგი უგულავა, ხომ?


ბექა ბასილაია: კი ბატონო, მაგრამ ხაზგასასმელია, რომ ეს მოხდა გიორგი უგულავას საჩივრიდან გამომდინარე.


კახა კახიშვილი:   და არა მარტო გიორგი უგულავა, ხომ?


ბექა ბასილაია:   ნუ, კი ბატონო".


შეხსენებისთვის: საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი „გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" ნაწილობრივ დააკმაყოფილა და 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის გასვლის შემდეგ, გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სხვა საქმეზე არაკონსტიტუციურად ცნო. გადაწყვეტილება გუშინ, 21:00-ზე, საკონსტიტუციო სასამართლოს 8 მოსამართლემ გამოაცხადა.


 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016