reportiori.ge - „ეროვნული ბანკი მიზანმიმართულად ახდენს ეროვნული ვალუტის გაუფასურებას“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 11:07
ეკონომიკა
„ეროვნული ბანკი მიზანმიმართულად ახდენს ეროვნული ვალუტის გაუფასურებას“
ავტორი:
18 სექტემბერი, 2015. 15:09


„საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველ შესაძლო მომენტს იყენებს ეროვნული ვალუტის გასაუფასურებლად. ასეთი თამამი განცხადების გაკეთების საშუალებას კი გვაძლევს ბოლო 11 თვის მანძილზე მათ მიერ განხორცილებული არათანმიმდევრული პოლიტიკა", - ამ განცხადებას თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი დირექტორი ვახტანგ ჭარაია აკეთებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

„იმ მომენტში, როდესაც ეროვნული ვალუტის გაუფასურების ობიექტური მიზეზები არ არსებობს და ლარი უფასურდება აჟიოტაჟის და სპეკულაციის ხარჯზე, ეროვნული ბანკი კიდევ უფრო ამძაფრებს მდგომარეობას და უბიძგებს ლარს მომდევნო დევალვაციისაკენ. კერძოდ, 17 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (მუდმივმოქმედი) რეფინანსირების სესხის ოდენობა კვლავ გაზარდა, თუმცა ამჯერად არა რამდენიმე ათეული მილიონით, არამედ მთელი 212 მილიონით (22%-ით). რაც აუცილებლად პოვებს ასახვას ეროვნული ვალუტის კურსზე უკვე მომდევნო კვირიდან.

 

ეროვნული ბანკის თანახმად, მან ეს ნაბიჯი გადადგა კომერციული ბანკების ლიკვიდობის მხარდასაჭერად, თუმცა კომერციული ბანკების ლიკვიდობის პრობლემა არ არის ეროვნული ბანკის მთავარი საზრუნავი, უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში გარკვეულწილად ირღვევა მომხმარებლების უფლებებიც. ვგულისხმობ, რომ კომერციული ბანკები მათი ლიკვიდობის უზრუნველყოფას არა ეროვნული ბანკიდან აღებული სესხით, არამედ ანაბრებზე უფრო მაღალი პროცენტების დაწესების გზით უნდა იზიდავდნენ, სადაც მომხმარებელიც და ბანკიც მოგებულები დარჩებიან და არა ცალმხრივად მხოლოდ ბანკები, როგორც ეს დღეს ხდება. უფრო მეტიც, მსგავსი ნაბიჯებით ეროვნული ბანკი ეწინააღმდეგება თავის ერთ-ერთ უშუალო ვალდებულებასაც - ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივ დონეზე შენარჩუნებას, რასაც ასეთი ხერხებით ის ნამდვილად ვერ უზრუნველყოფს.

 

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკი ნაბიჯები ხშირად ემთხვევა ქვეყნაში გარკვეული პოლიტიკური ტალღების აგორებას!" - ნათქვამია განცხადებაში. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016