reportiori.ge - კარლო გარდაფხაძე 98 წლის ასაკში გარდაიცვალა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:31
საზოგადოება
კარლო გარდაფხაძე 98 წლის ასაკში გარდაიცვალა
19 სექტემბერი, 2015. 11:06


ზუსტად 98 წლისა აღესრულა კარლო გარდაფხაძე.


დიდი კაცი!


ნამდვილი კაცი!


სრულიად ახალგაზრდა თაობას ეს გვარი, ალბათ, არაფერს ეუბნება. საშუალო და უფროს თაობას კი, ალბათ, ახსოვს... შესაძლოა, ვინმეს გაუკვირდეს კიდეც ის ფაქტი, რომ... აქამდე ცოცხალი გახლდათ. მისი თაობიდან კი არა, შემდგომი თაობებიდანაც კი თითო-ოროლაღა შემორჩა ამ წუთისოფელს...


აი, იმათთვის, ვინც საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში მუშაობდა და მუშაობს, ეს გვარ-სახელი ბევრის მთქმელია...


სწორედ მისი ძალისხმევით აშენდა ნახევარი საუკუნის წინ იმ დროისთვის უნიკალური ნაგებობა, რომელიც მთელ საბჭოთა კავშირში იწვევდა ჩვენი კოლეგების "კეთილ შურს"...


კარლო გარდაფხაძის დიდმა მონდომებამ და შეუპოვრობამ მოუტანა საქართველოს "ფერადი ტელევიზია", მოსკოვის ცენტრალური ტელევიზიის შემდეგ პირველი, სხვა რესპუბლიკებს შორის...


მარტო ეს ორი ფაქტია საკმარისი იმისთვის, რომ საამაყო ბიოგრაფია ქონდეს ადამიანს... ბატონ კარლოს კი საამაყო უამრავი რამ ქონდა, თითქმის საუკუნოვანი ცხოვრების დიდ გზაზე.


ნაომარი სვანი ბიჭი გახდა უაღრესად განათლებული და დახვეწილი ისტორიკოსი, პედაგოგი, ლექტორი, მეცნიერი, გამოჩენილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე.


მისი ბოლო ორი თანამდებობა: ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე (მგონი 14 წელი) და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი (ასევე, 14 წელი). და ამ განსაკუთრებული მნიშვნელობის პოსტებზე მუშაობისას, ის იძლეოდა გონიერებით, უდიდესი პასუხისმგებლობით, კრისტალური (!) პატიოსნებით და პიროვნული თავმდაბლობით გამსჭვალული მოღვაწეობის მაგალითს.


მასზე ლეგენდებს ყვებოდნენ. იუმორით სავსე ლეგენდებს. და თან ისეთ სიყვარულს, პატივისცემას და მოწიწებას ამჟღავნებდნენ მის მიმართ, რომ არ შეიძლებოდა შენც არ დაგეფასებინა ეს უნაღდესი კაცი. სხვებთან ერთად მეც მიყვარდა იგი და ნახევარსაუკუნოვანი ურთიერთობის მანძილზე ვერთგულებდი ასაკობრივად უფროს კოლეგასთან უანგარო და მზრუნველობით აღსავსე მეგობრულ ურთიერთობას.


მისი საიუბილეო სუფრის თამადაც არაერთგზის ვყოფილვარ და ესეც იმ დროისთვის იშვიათი, მაგრამ გამოკვეთილად სიმბოლური აქტი გახლდათ...


მე მის მემკვიდრედ მოვიაზრებდი თავს, მიუხედავად იმისა, რომ ტელერადიოს ხელმძღვანელებად სხვებიც მუშაობდნენ ჩემამდე.


ღირსეულმა კაცმა უღირსეულესად იცხოვრა და კეთილ და საამაყო საქმეებთან ერთად დატოვა ასევე ღირსეული ჩინებული ოჯახი, შთამომავლობა.


ბატონ კარლო გარდაფხაძეს, მის განვლილ ცხოვრებას გაუმარჯოს!


ნათელში იყოს იგი!







 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016