reportiori.ge - ქართველმა მორაგბეებმა დაღუპული სამხედროს, ვასილ ყულჯანიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 16:21
სპორტი
ქართველმა მორაგბეებმა დაღუპული სამხედროს, ვასილ ყულჯანიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
ავტორი:
27 სექტემბერი, 2015. 14:21


საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 25 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატზე გამართული თამაში ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეს მიუძღვნა.

ინგლისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩზე, არგენტინასთან ასპარეზობის დროს, ბორჯღალოსნებს მარჯვენა მკლავზე შავი ლენტები ჰქონდათ დამაგრებული. ამ ჟესტით საქართველოს ნაკრების წევრებმა „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულებისას დაღუპული ჯარისკაცის, პირველი კლასის რიგით ვასილ ყულჯანიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.

დაღუპული სამხედრო მოსამსახურის უკანასკნელი სურვილი იყო, რომ ჯარისკაცებს რაგბის ნაკრების მხარდასაჭერად პატარა ვიდეორგოლი გადაეღოთ. ეს სურვილი მას თანამებრძოლებმა და მეგობრებმა გარდაცვალების შემდეგ შეუსრულეს.


(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016