reportiori.ge - ირაკლი ღლონტი: ტარიელ ფოცხვერიას გათავისუფლება კრიმინალურ სამყაროს წაახალისებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 10:31
სამართალი
ირაკლი ღლონტი: ტარიელ ფოცხვერიას გათავისუფლება კრიმინალურ სამყაროს წაახალისებს!
13 ოქტომბერი, 2015. 21:36


პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორების" ლიდერი ირაკლი ღლონტი თვლის, რომ ტარიელ ფოცხვერიას გათავისუფლება  კრიმინალურ სამყაროს წაახალისებს.


„ნორმალურია, როცა ოჯახის წევრი იცავს ოჯახის წევრს, მაგრამ ე.წ. კანონიერი ქურდის გათავისუფლება, როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ის, არ მიმაჩნია მართებულად. ჯანმრთელობის  მდგომარეობა რამდენ ე.წ. კანონიერ ქურდსაც გაუუარესდება, ყველა უნდა გავათავისუფლოთ?!"-აღნიშნავს ღლონტი „რეპორტიორთან" საუბრისას.


„ე.წ. კანონიერი ქურდების მიმართით „ნულოვანი ტოლერანტობის“  პრაქტიკა უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ ეს ინსტიტუტი მიმართულია ისეთი ღირებულებების წინააღმდეგ, როგორიც არის ჩვენი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ქონება და ა.შ.  მათი ადგილი არის ციხეში და უნდა იყვნენ ციხეში!"-აცხადებს ღლონტი.


პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორების" ლიდერი ირაკლი ღლონტი  თვლის, რომ  ფოცხვერიას გათავისუფლების თემის გააქტიურებით,  გარკვეული ძალების  ინტერესების გატარება ხდება.


„ამ თემის გააქტიურება ისეთი ჯგუფებისათვის და ორგანიზაციებისთვისაა  ხელსაყრელი, რომლებიც მათი  უფლებების დასაცავად საჯაროდ იბრძოდნენ. არ დავასახელებ ახლა კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, ყველა ისედაც მიხვდება, ვისაც და რასაც ვგულისხმობ",-განაცხადა ირაკლი ღლონტმა.


ცნობისთვის: ტარიელ ფოცხვერია 2012 წელს ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა, თუმცა გათავისუფლებიდან მე-12 დღეს დააკავეს. ე.წ. კანონიერი ქურდის ოჯახი  ფოცხვერიას გათავისუფლებას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის  გაუარესების საფუძველზე ითხოვს.







 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016