reportiori.ge - „ტარიელ ფოცხვერია სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვისაა ნასამართლევი და კრიმინალურ სამყაროში დღემდე გავლენიანი ფიგურაა!“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 10:28
სამართალი
„ტარიელ ფოცხვერია სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვისაა ნასამართლევი და კრიმინალურ სამყაროში დღემდე გავლენიანი ფიგურაა!“
13 ოქტომბერი, 2015. 21:38


არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის" ხელმძღვანელი გურამ ადამაშვილი „რეპორტიორთან" საუბრისას „კანონიერი ქურდის“ ტარიელ ფოცხვერიას ირგვლივ მიმდინარე ამბებს ეხმაურება.


„მსგავსი საკითხების გადაწყვეტისას ყოველთვის მნიშვნელოვანია, კანონის უზანაესობის პრინციპით იხელმძღვანელონ შესაბამისმა უწყებებმა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ტარიელ ფოცხვერია არის ე.წ. კანონიერი ქურდი და აღიარებს ქურდულ სამყაროს, რაც საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობით  სისხლის სამართლის დანაშაულია.


გახსოვთ ალბათ, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ტარიელ ფოცხვერია ე.წ. კანონიერი ქურდობის ბრალდებით დააკავეს და მას სასამართლომ გასულ წელს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამავე დროს, ცნობილია, რომ იგი წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვისაცაა ნასამართლევი. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ეს ადამიანი არის არა რიგითი პატიმარი, არამედ კრიმინალურ სამყაროში დღემდე გავლენიანი ფიგურა და მისი გამოშვების საკითხი მარტივი თემა არაა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც ადვოკატები ამბობენ, გაუარესებულია.


ასევე, კარგად გამოსაკვლევია, რამდენად შეესაბამება ადვოკატების განცხადება სიმართლეს, რამდენად სახიფათოა მისი ჯანმრთელობისათვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაჩენა.


მე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, იმ არასამთავრობოსი, რომელიც ძირითადად ადამიანის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული, ნებისმიერი ადამიანის, მათ შორის პატიმრის უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მზად ვარ, დავიცვა ეს უფლებები, მაგრამ არა კანონის გვერდზე გადადების და იგნორირების ხარჯზე",-აცხადებს ადამაშვილი. 



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016