reportiori.ge - დიმიტრი ლორთქიფანიძე: თუკი „ნაციონალური მოძრაობა“ ლეგიტიმურად არ დაისჯება, ამას ხალხი აღასრულებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 06:40
ინტერვიუ
დიმიტრი ლორთქიფანიძე: თუკი „ნაციონალური მოძრაობა“ ლეგიტიმურად არ დაისჯება, ამას ხალხი აღასრულებს!
ავტორი:
20 ოქტომბერი, 2015. 17:41


„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე უკრაინულ მედიაში გავრცელებულ წამების ამსახველ ვიდეომასალაზე საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე და დამკვეთი პირები უმოკლეს ვადაში პასუხისგებაში უნდა მიეცნენ და დაისაჯონ. ამის შესახებ ლორთქიფანიძემ „რეპორტიორს" განუცხადა და აქვე დასძინა, რომ თუ „ქართული ოცნება" ვერ უზრუნველყოფს „ნაციონალური მოძრაობის" წევრების დასჯას, ამას ხალხი აღასრულებს.


„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე:


- ეს არის „ქართული ოცნების" ბოლო შანსი. „ქართული ოცნება" უნდა გადავიდეს სამართლებრივად სწორი შეფასების რეჟიმში, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩაიდინა დანაშაული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ. ეს არის დანაშაული, რომელიც, როგორც წესი, სამხედრო მოქმედებების შედეგად მშვიდობიან მოქალაქეებზე აგრესორი სახლემწიფოს მხრიდან ხორციელდება ხოლმე. მაგრამ, ყოვლად წარმოუდგენელია და უპრეცედენტოა, რომ მშვიდობიან დროს პოლიტიკური ორგანიზაცია ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით უსწორდებოდა საკუთარ მოქალაქეებს. „ნაციონალური მოძრაობა" სპობდა, კლავდა, აუპატიურებდა და აწამებდა საკუთარ მოქალაქეებს. ახლა კი „ნაციონალური მოძრაობა" გადადის შეტევაზე და აპირებს, რომ „რუსთავი 2"-ის დაცვის საბაბით შეიკრიბოს ღია ცის ქვეშ, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლებები. დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენი, საზოგადოების კონსტიტუციური უფლებაც არის, რომ შევწყვიტოთ ის წყარო. ხელისუფლების განხორციელების წყარო არის ხალხი. ჩვენ, საზოგადოებას გვაქვს სრული ლეგიტიმური უფლება, გადავკეტოთ ეს წყარო.


- ამ მიმართულებით დღევანდელი ხელისუფლების როლზე რას ფიქრობთ?


- „ქართულმა ოცნებამ" უნდა დასაჯოს ის ადამიანები, ვინც ამ მეთოდოლოგიას უკვეთავდა და ნერგავდა. ამ მეთოდოლოგიის უკან მთელი ინსტიტუცია მოიაზრება, კარგად სტრუქტურიზებული მაფია, დანაშაულებრივი სინდიკატი.


ასე რომ, ისღა დაგვრჩენია, გადავიდეთ იმ რეჟიმში, რომ რასაც არ გააკეთებს და აღასრულებს „ქართული ოცნება", შეიქმნას საგანგებო კოალიცია, რომელიც დასჯის დანაშაულებრივ ჯგუფს „ნაციონალური მოძრაობის" სახით. ამას განვახორციელებთ ნებისმიერი ხერხისა და გზის გამოყენებით. თუკი ეს არ აღსრულდება ლეგიტიმურად, აღასრულებს ხალხი და ყველანი კარგად ვხედავთ, რომ მთელი პროცესები ამისკენ მიდის. რა თქმა უნდა, არ გვინდა, რომ ეს პროცესები იყოს უმართავი და ქაოტური და უკან დავბრუნდეთ სადღაც ჯოჯოხეთში. მაგრამ, მეორე მხრივ, ჯოჯოხეთი მართლაც გრძელდება, როდესაც მწამებლები დღეს გვევლინებიან ხელისუფლებაში დაბრუნების პრეტენდენტებად. ამას თავისი წინაპირობაც გააჩნია.


- რას გულისხმობთ?

 

- ვგულისმობ NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს. არ ვაპირებ ჭკვიანი სახე მივიღო და დავიწყო იმ ციფრებთან დაკავშირებული მსჯელობა, რომელიც NDI-მ გამოაქვეყნა. კმარა უკვე, აქაც უნდა დავსვათ წერტილი. უნდა შევაფასოთ პოლიტიკურად და სამართლებრივად სწორად, თუ ვინ არის NDI. ეს არის აშშ-ის პოლიტიკური ძალის მიერ დაარსებული სამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებს აქტივობებს პოლიტიკური დაკვეთებიდან გამომდინარე. NDI თავისი არსით არის პოლიტიკური. საქართველოში წარმოებულ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებულ კვლევებს NDI-ის უკვეთავს შვედეთის სამეფო. NDI თავის მხრივ ქვეკონტრაქტორს პოულობს საქართველოში სოციოლოგიური კვლევების წარმოების კუთხით და ეს ორგანიზაცია გახლავთ CRRC. კარგად ვიცით, რომ ეს ორგანიზაცია პირდაპირ არის დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან". ანუ გამოდის, რომ სხვა სახელმწიფოს პოლიტიკური წრეების მიერ დაფუძნებული სამთავრობო ორგანიზაცია უკვეთავს ამ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას კვლევებს და ეს კვლევები ჩვენ შეგნებულად უნდა გავიაზროთ? ეს ხომ საკუთარი თავის შეურაცხყოფაა და თუ სირაქლემას პოზაში ყოფნა გვირჩევნია რეალობაზე საუბარს, კი ბატონო, ვიმსჯელოთ პროცენტებზე. NDI-ის მიერ წარმოებული კვლევები ძირშივე არალეგიტიმურია, რადგან ეს არის დაინტერესებული პოლიტიკური ძალის მიერ გაკეთებული კვლევა. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ, თავის თავს გამოუტანონ განაჩენი მომავალში, თუ ნებავთ. აბსოლუტურად განსხვავებულია ქართული საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხზე და ყველაზე დიდი სკეპტიკოსებიც კი, რომლებიც პოლიტიკური ეთიკიდან გამომდინარე თავს იკავებდნენ NDI-ის კრიტიკისგან, მათ შორის ჩვენს ხელისუფლებაში, კარგად ვხედავთ, რომ აღარ იკავებენ თავს და პირდაპირ აცხადებენ, რომ ეს არის მარაზმი. ეს არის აბსურდი და ამ აბსურდს წერტილი უნდა დაესვას. NDI-ის არ აქვს უფლება, მაღალი ტრიბუნიდან, სახელისუფლებო ძალების მოშველიებით გვიქვეყნოს კვლევის ისეთი შედეგები, რომლებიც საერთოდ სცდება ჩვენს წარმოდგენას სოციოლოგიურ კვლევებზე და მის მნიშვნელობაზე პოლიტიკურ ცხოვრებაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016