reportiori.ge - ეგებ, ღირდეს კიდეც პაწია გამოსაფხიზლებელი „შემოლაწუნება“...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:02
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ეგებ, ღირდეს კიდეც პაწია გამოსაფხიზლებელი „შემოლაწუნება“...
03 ნოემბერი, 2015. 00:06


პაწიასკანდალია" მთავრობაში: კახი კალაძემ "გაკენწლა" კოლეგა გელა დუმბაძე: რას ქვია განსხვავებული მოსაზრება გაქვს "გაზპრომთან" დაკავშირებითო.

ამჯერადაც შეცდა ის სამსახური, ვისაც მინისტრის კომპეტენტური ინფორმირება ევალება. მინისტრს გაზეთების წასაკითხად და ინტერნეტის მასალების გასაცნობად, ეტყობა, არ სცალია. იმას კი, ვისაც ეს ევალება, ეტყობა, წაკითხულიდან სწორი დასკვნის გაკეთება უჭირს.

და ეს არ არის პირველი შემთხვევა.

თუ ასე გაგრძელდა, სხვა დროსაც მოუწევს ჩვენს სასახელო ყოფილ ფეხბურთელს "გაწითლება"

ამის შესახებ ძალიან ტაქტიანად წერს სანდრო ბრეგაძე, რომელმაც თავი ვალდებულად ჩათვალა დაეცვა თავისი უშუალო შეფი.

 

http://www.reportiori.ge/?menuid=2&id=80169

 

 

სანდრო ბრეგაძე განმარტავს, რომ მინისტრმა გელა დუმბაძემ გამოხატა ნეგატიური დამოკიდებულებაგაზპრომთან" მოლაპარაკებების პროცესში არსებულარასაკმარის კომუნიკაციაზე".

დიახ, საყვედური გამოითქვა მოსახლეობასთან არასაკმარისი კომუნიკაციის თაობაზე, რასაც მოყვა საზოგადოების ვნებათაღელვა, გაუგებრობები შინ და გარეთ, არასასურველი პუბლიკაციები...

და რა თქვა არასწორი გელა დუმბაძემ?

დაარღვია ტაქტი?

არ დაიცვა კოლეგიალობა?

აბა, ტყუილი უნდა ეთქვა პოლონეთში მცხოვრები თუ სასწავლებლად წასული ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც გულწრფელად აინტერესებთ სამშობლოს ამბები?..

არა მარტო ამ შემთხვევაში, არამედ საერთოდ სერიოზულად მოიკოჭლებს სამთავრობო სტრუქტურების კავშირი საზოგადოებასთან. აშკარაა საზოგადოების ინფორმირების უმდაბლესი და პრიმიტიული დონე!

ეს არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს!

რაც შეეხება კონკრეტულად "გაზპრომის" თემასთან დაკავშირებულ სიტუაციას და საზოგადოების ნეგატიურ რეაქციას, ამის შესახებ "ფარულად", ქვეტექსტით, მინიშნებით არაერთგზის ვწერდით. ამ ფორმას ადრე ქონდა და დღესაც აქვს გარკვეული გამართლება, რამეთუ არ მინდოდა "ვინმეს" დარჩენოდა შთაბეჭდილება ამა თუ იმ პერსონის აკვიატების შესახებ. მით უმეტეს, როცა ეს პერსონა არა მარტო ცნობადი სახეა, არამედ ... მისი რეპუტაცია მართლა გასაფრთხილებელია! სპორტული წარსულის გამო, დღევანდელობის გამო... ასაკი... სახელმწიფო და პარტიული მოღვაწეობის გამოუცდელობის გამო...

მაგრამ, მავანნი თუ თავად არ უფრთხილდებიან საკუთარ ავტორიტეტს და ნამეტნავად ცხვირაწული, ზოგჯერ გაღიზიანებულნიც კი "ასწავლიან ჭკუას" საზოგადოებას, მაშინ, ეგებ, ღირდეს კიდეც პაწია გამოსაფხიზლებელი "შემოლაწუნება"...

ჰოდა, ასეც მოხდა. კვლავაც მოხდება!

რაც შეეხება ბატონ გელა დუმბაძეს, იგი ახალგაზრდობიდან საზოგადოებრივ-პოლიტიკური "ბრძოლის ველზეა", თანაც ღრმად ჩახედული ეროვნულ-სახელმწიფოებრივ პრობლემატიკაში. კარიერულ გზაზე სწორად გავლილი... განათლებული, ოჯახისშვილი... მართალია, ბიზნესში "ნაშოვნი ფულით" ვერ დაიტრაბახებს, მაგრამ ლიტერატურისა და ხელოვნების ასპარეზზე, როგორც ნიჭიერი მწერალი და საინტერესო მხატვარი, აშკარად გამოირჩევა მთავრობის კოლეგა-წევრებიდან!

ჰოდა, მართებული შენიშვნა არ უნდა ეწყინოთ იმ კარგ ადამიანებს, ვინც, იმის გამო რომ ადრე "იძულებული" იყო "ფეხით" ეკეთებინა საქმე, მოგვიანებით შეუდგა "თავით გააზრებულ მუშაობას"... მოვა დრო, ისწავლიან, მიიღებენ გამოცდილებას და... გაახარებენ არა მარტო საკუთარ გარემოცვას, არამედ საზოგადოებასაც!

ამ რეპლიკას თან ვურთავ ჩემს კომენტარს და პოსტს, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული გელა დუმბაძე-კახი კალაძის მოკლე სიტყვიერ "პაექრობასთან".


1. Газовый скандал в Грузии: Тбилиси разворачивается в сторону Москвы | RTVi

rtvi.com

Нугзар Попхадзе:

„ბუზისგან სპილოს რომ შექმნი, ნამეტნავად "გენიოსი" უნდა იყო.

შეიძლება იყო კარგი ფეხბურთელი, კარგი მთასვლელი, მსახიობი, მრავალჭიდელი, მაგრამ... არ იცოდე ელემენტარული პოლიტ- და "პიარ"ტექნოლოგიები. არც იცოდე და არც სხვას კითხო! ამას ებრაელები წყევლას ეძახიან. ჰოდა, ამ წყევლის შედეგია ის, რომ იდიოტურ სიტუაციაში ჩააგდებ საკუთარი თავს და საკუთარ ქვეყანას!

და ამ დროს ვერ გიშველის ვერც საკუთარი და ვერც ნაყიდი სააგენტოები!

და არა ერთი კაცის გასაგონად: გაზპრომის პრობლემა და კობიაშვილის პრობლემა ერთნაირი ტექნოლოგიებით არ წყდება და ეს არ უნდა აგერიოთ (შეგეშალოთ)!!!"


2. Нугзар Попхадзе прокомментировал свою публикацию.

Газовый скандал в Грузии: Тбилиси разворачивается в сторону Москвы | RTVi rtvi.com


„ზოგიერთი "ზრდილობიანი" ოპონენტის საყურადღებოდ: აი, მშვენიერი მაგალითი იმისა, რომ შეიძლება არ გქონდეს სპეციალური განათლება "პიარში", მაგრამ გენეტიკური ნიჭიერების გამო, სრულყოფილად ფლობდე მის "საიდუმლოებას":

Надпись на памятнике: "Здесь покоится известный одесский стоматолог Борис Рафаилович Кац. А его сын Моня принимает в его кабинете на Прохоровской. 

 

 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016