reportiori.ge - გიორგი ვოლსკი: მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლებრივ ჩარჩოებს არ გასცდენია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 06:41
ინტერვიუ
გიორგი ვოლსკი: მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლებრივ ჩარჩოებს არ გასცდენია
ავტორი:
06 ნოემბერი, 2015. 20:31


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება, „რუსთავი 2"-ში დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებით, სამართლებრივ ნორმებს არ გასცდენია.


„რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს „რეპორტიორთან" ინტერვიუში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი აფასებს:


- ჩემი აზრით, მოსამართლე ურთმელიძის ქმედება სამართლებრივ ჩარჩოებს არ გასცდენია. შინაგანი განწყობით, მხარს ვუჭერს, რომ კანონიერ მფლობელს ჰქონდეს თავისი საკუთრება. ეს საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა და როგორც ჩანს, დიდი ხანი არ დასრულდება. არის ორი მოდავე მხარე, რომლებსაც აქვთ უფლება, სხვადასხვა სამართლებრივი გზით იარონ.


საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ურთმელიძის გუშინდელი გადაწყვეტილება სრულიად სხვადასხვა მუხლებია. ადმინისტრაციის შეცვლის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს არავითარი გადაწყვეტილება არ ჰქონია მიღებული.


„რუსთავი 2"-ის უკვე ყოფილმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ის პრაქტიკულად სხვა ქალაქიდან, არაუფლებამოსილი პირის მიერ იმართება. ჩანაწერები გამოქვეყნდა. ჩანაწერებში ჩანს, რომ იგეგმება სისხლისღვრა, ჩამოყალიბებულია, თუ როგორი ორგანიზებით უნდა მოხდეს ეს და რა როლი უკავია ამაში „რუსთავი 2"-ს.


როგორც ჩანს, მოდავე მხარემ მოითხოვა დროებითი ადმინისტრაცია, რადგან გამოჩნდა, რომ ტელეკომპანია არ იმართება იმ ადმინისტრაციის მხრიდან, რომელიც წინა პლანზე ჩანს. ხოლო რეალური მმართველი სისხლისღვრას გეგმავს და საფრთხეს უქმნის საზოგადოებას. ასეთ სიტუაციაში სხვა გადაწყვეტილებას ვერ ვხედავ.


განა მოსამართლეს არ შეეძლო, გადაწყვეტილება მიეღო იმის გამო, რომ რეალურად „რუსთავი 2"-ს არ მართავს ადმინისტრაცია და მისი მმართველი სააკაშვილია და მას კი იარაღის სროლა უნდა? მოსამართლემ მიიჩნია, რომ ეს არ იყო რეალური ადმინისტრაცია და დანიშნა დროებითი მმართველები.


- არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლის განჩინების უკანონობაზე საუბრობენ და აქვე აცხადებენ, რომ მოსამართლემ გუშინდელი გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ ამის შესახებ ინფორმირებულიც კი არავინ იყო. ამ მიმართულებით ხედავთ თუ არა რაიმე დარღვევას?


- მეორე სიცრუეა იმის თქმა, რომ რეგისტრირება ისე მოხდა, არავინ იცოდა და ღამე განხორციელდა ეს აქტი. როგორც გავიგე, მოსამართლის გადაწყვეტილება გამოცხადდა და საჯარო რეესტრმა საიტზე დადო ინფორმაცია დაახლოებით ექვს საათზე. რეესტრმა დღეს დილით გააფორმა ეს გადაწყვეტილება. სხვა არაფერი არ ხდება.


- როგორ ფიქრობთ, მიმდინარე პროცესები ხომ არ გააჩენს გარკვეულ შეკითხვებს დასავლელ პარტნიორებში?


- ევროკავშირი-საქართველოს კომისიის პირველი სხდომა ჩატარდა ასოცირების თაობაზე. მივიღეთ მშვენიერი რეზოლუცია. ყველა პუნქტი საქმიანი, პოზიტიური და მხარდამჭერია. აქ საერთოდ არ წერია „რუსთავი 2"-თან დაკავშირებული საკითხები. რადგან მათ იციან, რომ მთავრობას ფორმალურად არავითარი შეხება არ აქვს ამ საქმესთან. არცერთი შენიშვნა ამ რეზოლუციაში არ არის. მშვენიერი რეზოლუციაა. ეს ამბავი წესიერად არსად გაშუქებულა.


მთავრობას საკუთარი ტელევიზია არ გააჩნია. აბა, ერთი გაებედა სააკაშვილის დროს რომელიმე ტელევიზიას და ის არ გაეკეთებინა, რაც საჭირო იყო, ცხვირ-პირს დაუმტვრევდნენ და დაუმტვრიეს კიდეც.


- კმაყოფილი ხართ თუ არა სამართალდამცავი ორგანოების მუშაობით?


- მინდა ჩვენი სამართალდამცავების მისამართით განვაცხადო - 30 000 განცხადებაა შესული პროკურატურაში და სულ 15 განიხილეს ჯერ მგონი. გასაგებია, რომ ცოტანი არიან პროკურატურაში და კადრების სიმცირეა, მაგრამ რისთვის შეიქმნა ის დეპარტამენტი?


შემიძლია, მაღალ ტონებში ვისაუბრო იმის თაობაზე, რომ ნუთუ არ ყოფილა ის ვითარება წინა ხელისუფლების დროს, რომ ხალხს ქონებას ართმევდნენ?! არ მომხდარა ასეთი რამ?! ჯერ პროკურატურას უნდა მივცეთ შენიშვნა, რომ არ შეიძლება საქმის ასე გაწელვა. სასამართლოს თემა სხვა საკითხია. უამრავი ქონებაა, რომელიც  სახელმწიფოს ხელში გადავიდა იმ პერიოდში, ძალით, მოტყუებით თუ ადამიანების ღირსებისა და ჯანმრთელობის ხარჯზე.


ქიბარ ხალვაშის ბედს ვინმე კითხულობს საერთოდ? რა უქნეს, რატომ გაიქცა, რა წაართვეს, კითხულობს ვინმე?


პარლამენტის შემდეგ სხდომაზე შემოდის პროექტი, რომ შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც მოიკვლევს ეროსი კიწრმარიშვილის გარდაცვალების საკითხს. ევროპელებთან თანდასწრებით გამოდის ერთ-ერთი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან" და ამბობს, რომ კიწმარიშვილმა ერთი კვირით ადრე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი თუ არ მოიცილებდა, „რუსთავი 2"-ს არ დათმობდა და თურმე მართლაც ერთი კვირის შემდეგ მოკლეს კიწმარიშვილი. ყველაფერს თავის ზომა და წონა აქვს.


თუ „რუსთავი 2"-თან ასეთი შეხმატკბილებული იყო ეროსი კიწმარიშვილი და არაფერი პრობლემა არ ჰქონია თავის წილებთან, მაშინ რა ხდებოდა, არ მესმის. იმდენი ხანი რა ვერ მოაგვარა, თუ რაღაც პროექტების გაკეთება უნდოდა „რუსთავი 2"-ში? ე.ი. რაღაც სადავო იმათთან ჰქონდა ხომ? 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016