reportiori.ge - თბილისში „Viking train“-ში მონაწილეთა შეხვედრა გაიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 04:57
"რეპორტიორის" თვალით...
თბილისში „Viking train“-ში მონაწილეთა შეხვედრა გაიმართა
11 ნოემბერი, 2015. 13:00

 

 

დღეს, საერთაშორისო სატრანზიტო პროექტის,  „კომბინირებული მატარებელი „ვიკინგი"-ს («VIKING Train») მონაწილე სარკინიგზო  ადმინისტრაციებისა და ცნობილი ლოჯისტიკური კომპანიების სამუშაო თათბირი გაიმართა.


კომბინირებული მატარებელი „ვიკინგი" წარმოადგენს ლიტვის, უკრაინის, ბელარუსის, რუმინეთის, ბულგარეთის, მოლდოვის, თურქეთის ერთობლივ სარკინიგზო პროექტს. იგი ბალტიისპირეთის რეგიონის საზღვაო საკონტეინერო ჯაჭვს შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის ანალოგიურ სისტემებთან აკავშირებს.


შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პროექტის მიმდინარეობის ანგარიში და სამომავლო პერსპექტივები.


პროექტში საქართველოს მონაწილეობით შესაძლებელი ხდება საკონტეინერო სატრანზიტო გადაზიდვებში ამიერკავკასიის, შუა აზიის ქვეყნების, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონთან, ბალტიისპირეთის და სკანდინავიურ ქვეყნებთან დაკავშირება, რაც მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია,  რომ  საქართველომ შეიძინოს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო ჰაბის ფუნქცია.



კომბინირებული სატრანსპორტო მატარებლის „ვიკინგის" რეგულარული მოძრაობა 2003 წლის 6 თებერვალს დაიწყო. საქართველო მას მიმდინარე წლის აპრილში შეუერთდა.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016