reportiori.ge - 81 მაღალი თანამდებობა, რომელიც „ნაციონალებმა“ ნათესავ-მეგობრებს ჩამოურიგეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:37
პრეს-დაიჯესტი
81 მაღალი თანამდებობა, რომელიც „ნაციონალებმა“ ნათესავ-მეგობრებს ჩამოურიგეს!
ავტორი:
12 ნოემბერი, 2013. 16:54

ბიძინა ივანიშვილმა მომავალ პრემიერ-მინისტრად, ანუ თავის შემცვლელად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ბუნებრივია, ჟურნალისტებმა „ნაცმოძრაობის" ლიდერებსაც ჰკითხეს, როგორ მოგწონთ კოალიციის გადაწყვეტილებაო? ამათ, ამ შუბლძარღვგაწყვეტილებმა ბრძნული გამომეტყველება მიიღეს და ისაო, ახლა ნახეთ, როგორი ნეპოტიზმი იქნება ხელისუფლებაში, ირაკლი ღარიბაშვილი სულ თავის ნათესავ-მეგობრებს დანიშნავს თანამდებობებზეო. მეტიც, მას უკვე გაუხსენეს 8 შემთხვევა ვიღაც დეიდებსა და მამიდებზე, მაგრამ „ნაციონალებს" რატომღაც არ ახსენდებათ თავიანთი მამიდები. კი, ბატონო, არ ახსენდებათ და ნუ ახსენდებათ, მაშინ იძულებული ვარ, მე თვითონ დავუდო სია, სადაც კარგადაა ჩამოწიკწიკებული მაგათი ჯიშისა და ჯილაგის შესახებ... მაშ, ასე... „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მიერ სამთავრობო უწყებებში დასაქმებული ნათესავები:

1. ზაზა გოროზიას ძმა - გამგებელი სამეგრელოში.

2. მაია ნადირაშვილის ძმა - გამგებელი კახეთში.

3. ზურაბ ადეიშვილის ძმა - შსს-ს ყოფილი თანამშრომელი და კახეთის გამგებელი.

4. ვახტანგ ბალავაძის ძმა - გამგეობის თანამშრომელი.

5. გია ლორთქიფანიძის ძმა - ყოფილი სამხარეოს უფროსი.

6. თინა ბურჯალიანის (იუსტიციის მინისტრის მოადგილე) ქმარი (ნიკა ძიმცეიშვილი) - თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

7. ლაშა დამენიას სიმამრი (გონელი ყოლბაია) - ზუგდიდის სპორტული განვითარების ცენტრის მთავარი სპეციალისტი.

8. რუსუდან კილასონიას (ზუგდიდის გამგებლის მოადგილე) მეუღლე - ზუგდიდის გამგეობის  სამხედრო განყოფილების წამყვანი სპეციალისტი.

9. ნათია მერაბიშვილის (ვანო მერაბიშვილის ახლო ნათესავი) ქმარი (გოჩა გელაშვილი) - სამცხე-ჯავახეთის კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე.

10. ვანო მერაბიშვილის ბიძაშვილი (დავით მერაბიშვილი) - სამცხე-ჯავახეთის შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი.

12. ვანო მერაბიშვილის ბიძაშვილი (მალხაზ მერაბიშვილი) - სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციის სამეურნეო განყოფილების ყოფილი უფროსი.

13. ვანო მერაბიშვილის ნათლული (მალხაზ ხუციშვილი) - სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსი.

14. ვანო მერაბიშვილის ნათელ-მირონი (დავით ნარიმანიშვილი) - გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.

15. თაკო სალაყაიას ბიძა - შემოსავლების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი.

16. ვანო მერაბიშვილის ნათესავი (ამირან აფრამაშვილი) - საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს მონიტორინგის ჯგუფის ინსპექტორი.

17. ვანო მერაბიშვილის დედა (ჟენია თუმანიშვილი) - ახალციხის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორი.

18. ვანო მერაბიშვილის ბიძაშვილი (თემურ თუმანიშვილი) - ადიგენის კომისარი.

19. ვანო მერაბიშვილის ბიძაშვილი (სტეფანე თუმანიშვილი) - გენერალური პროკურატურის ყოფილი წამყვანი სპეციალისტი.

20. ვანო მერაბიშვილის დეიდაშვილი (მამუკა თუმანიშვილი) - საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს მონიტორინგის ჯგუფის ინსპექტორი.

21. ლადო ვარძელაშვილის პირველი ცოლის და (თეონა ხრიკული) - ქ. თბილისის მერიის ცხელი ხაზის ხელმძღვანელი.

22. ვახტანგ მჭედლიძის (ქ. თბილისის მერის მრჩეველი) და (თიკო მჭედლიძე) - ქ. თბილისის მერიის ცხელი ხაზის თანამშრომელი.

23. თეა შათირიშვილის (ქ. თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი) მული (ნინო ჩიბურდანიძე) - ქ. თბილისის მერიის ცხელი ხაზის თანამშრომელი.

24. თათა ქურხაშვილის (ქ. თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი) დეიდა (მაია ხიზანიშვილი) - ქ. თბილისის მერიის ცხელი ხაზის თანამშრომელი.

25. ნაზი არონიას რძალი (ელენე ბაშალეიშვილი) - ქ. თბილისის მერიის ცხელი ხაზის თანამშრომელი.

26. ლელა წერეთელი (ზურაბ ადეიშვილის ძმის ცოლი) - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტი.

27. ოლგა შაშკინა (დიმიტრი შაშკინის და) - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პოლიტიკის სამმართველოს სპეციალისტი.

28. თამარ ტატუნაშვილი (გია ხუროშვილის მეუღლე) - შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება", ბიზნესგანვითარების სამსახურში კორპორაციული კომუნიკაციის მენეჯერი.

29. გვანცა მამულაიშვილი (გიორგი კარბელაშვილის დეიდაშვილი) - სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს კანცელარიის სპეციალისტი.

30. ირაკლი კოკაია (კობა სუბელიანის და გივი თარგამაძის შვილის ნათლია) - განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს რეპატრიაციის სამმართველოს უფროსი.

31. ლეილა ჩერგოლეიშვილი (გიგა ბოკერიას სიდედრი) - „თელასის" გარე სერვისის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

32. გივი ხეთაგური (ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ხეთაგურის მამა) - თელასის სამეურნეო უზრუნველყოფის სექტორის ხელმძღვანელი.

33. ირაკლი კანდელაკი („თელასის" ყოფილი გენერალური დირექტორის, ამჟამად შპს „მტკვარი-ენერგეტიკის", „ხრამჰესი 1-2"-ის გენერალური დირექტორის, დევი კანდელაკის ძმა, ა. ხეთაგურისა და ნ. გვარამიას მეგობარი) - „თელასის" სახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე.

34. სოფიო მიქელაძე (გიორგი ჩახნაშვილის დეიდაშვილი) - სსიპ მანდატურის სამსახურის კანცელარიის კოორდინატორი.

35. ვლადიმერ გლავაცკი (ყოფილი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას ქვისლი) - კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მაუწყებლობის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი.

35. ლელა დაღელაშვილი (პარლამენტის წევრ ირმა ნადირაშვილის მული) - ჯანდაცვის სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი.

36. ნინო თოფურიძე (სოსო თოფურიძის შვილი) - ჯანდაცვის სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.

37. ირმა ქიტიაშვილი („ნაცმოძრაობის" ყოფილი დეპუტატის, ს. ქიტიაშვილის და) - ჯანდაცვის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი.

38. ნათია ჟღენტი (შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, შოთა ხიზანიშვილის მეუღლე) - ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს სპეციალისტი.

39. თამარ თუმანიშვილი (ვანო მერაბიშვილის ბიძაშვილი) - ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.

40. თეონა ფანცულაია (მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის, დავით ჩხატარაშვილის ცოლისდა) - ჯანდაცვის სამინისტროს საორგანიზაციო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.

41. ნაზიბროლა გვაჯაია (ხარაგაულის ყოფილი „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატის, ჯ. მაღლაკელიძის მეუღლე) - ჯანდაცვის სამინისტროს საორგანიზაციო სამმართველოს სპეციალისტი.

42. თამარ მერაბიშვილი (მ. სააკაშვილის პილოტის მეუღლე) - ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის სპეციალისტი.

43. ნათელა ხმალაძე („ნაციონალური მოძრაობის" წევრის, მ. წამალაშვილის მეუღლე) - ჯანდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.

44. მარინა მესხი (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კ. კუბლაშვილის მეუღლე) - ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის), მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვის დახმარების სახელმწიფო ფონდის უფროსი.

45. გურამ ვარშალომიძე (ლევან ვარშალომიძის მამა) - ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

46. თამაზ სეფერთელაძე (კოკა სეფერთელაძის მამა) - ტექნიკური უნივერსიტეტის პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

47. ელგუჯა ქუთელია (ბათუ ქუთელიას მამა) - ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

48. ნოდარ კოდუა (ირაკლი კოდუას მამა) - ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

49. შუქური ბაქრაძე (დავით ბაქრაძის მამა) - ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

50. მედიკო ალანია (ყოფილი პარლამენტარის, ზაზა გელაშვილის მეჯვარე) - სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (სად-ის) სამმართველოს უფროსის მოადგილე.

51. თენგიზ კაველიძე (იგივე ზაზა გელაშვილის მეჯვარე) - სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (სად-ის) თავმჯდომარის მოადგილე.

52. ნიკოლოზ მესხელი (შს ყოფილი მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის, ამირან მესხელის მამა) - შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია", შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.

53. მარინა ბერიძე (ანსამბლ „ივერიის" წევრის ზურაბ ლალიაშვილის ყოფილი მეუღლე) - კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორი.

54. ბაკურ დავითაია (ექსმინისტრ პაპუნა დავითაიას ძმა) - კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის რეგიონალური პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.

55. ვლადიმერ გაბაშვილი (გოკა გაბაშვილის ძმა) - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.

56. ნანა კალანდია (ელდარ კვერნაძის მეუღლე) - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციული მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.

57. ლალი დავითაია (პარტია „ევროპელი დემოკრატების" თანათავმჯდომარის, კ. დავითაიას დეიდა) - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ნარკოტიკების ლეგალური ბრუნვის სამმართველოს უფროსი.

58. თეონა ლოლაძე (იმერეთის კუდ-ის ყოფილი უფროსის ი. არჩაიას მეუღლე) - სემეკი, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმის წარმოების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.

59. ნინო ბანცაძე (ხარაგაულის მაჟორიტარის, მამუკა ჭყოიძის მეუღლე) - სემეკი, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმის წარმოების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.

60. ლია დათიაშვილი (შსს იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსის, მამუკა დათიაშვილის მეუღლე) - სემეკი, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმის წარმოების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.

61. ნინო ლაშხია (ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ხეთაგურის მეუღლე) - სემეკი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.

62. ვასილ მახათაძე (სემეკის ყოფილი თავმჯდომარის, გურამ ჩალაგაშვილის მამიდაშვილი) - სემეკი, სამეურნეო სამმართველოს უფროსი.

63. ნუგზარ ბუტიკაშვილი (იგივე გურამ ჩალაგაშვილის მეუღლის ნათესავი) - სემეკი, სამეურნეო სამმართველოს უფროსი სპეციალისტი.

64. ბეგლარ კაპანაძე (მ. სააკაშვილის ბებიის, მზია წერეთლის ნათესავი) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი.

65. გიორგი გოგოლაძე, (ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ურუშაძის ძმის ქვისლი) - სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსი.

66. ავთანდილ ვასაძე (სააგენტოს ყოფილი დირექტორის („ნაცმოძრაობიდან"), მ. წამალაშვილის მეჯვარე) - სოციალური მომსახურების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.

67. ლუიზა ჩალათაშვილი (საგარეჯოს ყოფილი გამგებლის, გია ჩალათაშვილის შვილი) - სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურნეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი.

68. ნატალია ხმალაძე (იგივე მ. წამალაშვილის ცოლისდა) - სოციალური მომსახურების სააგენტოს ადამიანური რესურსების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.

69. ნათია ნადირაშვილი (პარლამენტარ ირმა ნადირაშვილის და) - სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრის უფროსი.

70. ლილე ლიპარტელიანი (დილარ ხაბულიანის ბიძაშვილის მეუღლე) - სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის ცენტრის უფროსი.

71. გენადი კერძევაძე (თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი უფროსის, გიორგი საბანაძის ქვისლი) - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი.

72. დავით ვეშაპიძე (საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის ნათია თურნავას მეუღლე) შპს „ყაზტრანსგაზთბილისი", სადისტრიბუციო ცენტრის უფროსი.

73. სერგო მელაძე („ნაციონალი" პარლამენტარის, გიორგი მელაძის მამა) - ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის ხელმძღვანელი.

74. მაგული კვერნაძე (ელდარ კვერნაძის და) - ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.

75. ნინო ლომთათიძე (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, რამაზ ნიკოლაიშვილის დისშვილი) - საავტომობილო გზების დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების განყოფილების უფროსი.

76. მარიკა გოდაბრელიძე (პრეზიდენტის მრჩევლის, გიორგი გოდაბრელიძის და) - „საქართველოს რკინიგზის" კადრების სამსახურის სპეციალისტი.

77. ზურაბ ქარდავა („საქართველოს რკინიგზის" ყოფილი გენერალური დირექტორის, ი. ეზუგბაიას ბიძა) - „საქართველოს რკინიგზის" სამედიცინო სამსახურის უფროსის მოადგილე.

78. მეგი ყურკაციშვილი (იგივე ეზუგბაიას ბიძაშვილი) - „საქართველოს რკინიგზის" მომსახურების ცენტრის მთავარი სპეციალისტი.

79. რევაზ მამუკაშვილი (ვანო მერაბიშვილის დეიდაშვილი) - „საქართველოს რკინიგზის" საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სააგენტოს უფროსის მრჩეველი.

80. ნინო ფხაკაძე (ეზუგბაიას ცოლის მეჯვარე და შვილის ნათლია) - „საქართველოს რკინიგზის" იურიდიული სამსახურის უფროსი.

81. მიხეილ ქავთარაძე („ნაციონალ" ირაკლი ქავთარაძის ძმა) - საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.


ესე იგი, ახლა ვნახოთ, რა ხდება... „ნაცმოძრაობის" ყველა ლიდერის მამა, რატომღაც, „პრაფესორობას" აწვება და თანაც საქართველოს პირველ უნივერსიტეტში. ადრე, სანამ ესენი მოვიდოდნენ ხელისუფლებაში, შვილებს მამები ასწავლიდნენ და ხელს უწყობდნენ, რომ „პრაფესორები" გამხდარიყვნენ, მაგრამ 2004 წლიდან პირიქითაა, შვილები ასწავლიან მამებს, როგორ დასაქმდნენ წამყვან უნივერსიტეტებში. დაუკვირდით კიდევ ერთ რამეს... იმის გამო, რომ „ნაციონალებს" თავიანთი ნათესავები მასობრივად დაესაქმებინათ და კარგი ხელფასები ჩამოერიგებინათ, ყველა სტრუქტურაში შემოიღეს სპეციალისტისა და მთავარი სპეციალისტის თანამდებობა. ეს ისეთი „დარმავოი" თანამდებობებია, სადაც არავითარი პასუხისმგებლობა არ არსებობს... შეგიძლია, მთელი დღე სიგარეტი გქონდეს გაჩრილი პირში და ყავა სვა გამუდმებით, ძალიანაც რომ გინდოდეს, ვერც ვერაფერს გააფუჭებ, ვერც ვერაფერს გააკეთებ. მოკლედ, „ნაციონალები" იძახიან, ჩვენი შენ გითხარით, გული მოგიკალითო! სია, რომელიც ახლა წარმოგიდგინეთ, ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რასაც სააკაშვილის ხროვა აკეთებდა! დანარჩენი შემდგომში იყოს, უბრალოდ დრო გვჭირდება. 



გაზეთი "ალია"

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016