reportiori.ge - ნანა კაკაბაძე: ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ხელს უშლიან ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 06:29
ინტერვიუ
ნანა კაკაბაძე: ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ხელს უშლიან ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას!
ავტორი:
12 ნოემბერი, 2015. 19:06


„ვხედავთ, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს ბრძოლა „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების შესანარჩუნებლად, მეორე მხრივ ხელისუფლება ვერ არის ადეკვატური და პასუხს ვერ სცემს იმ გამოწვევებს, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას", - ასე აფასებს „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ქვეყანაში არსებულ ვითარებას.


ქვეყანაში არსებულ მწვავე პოლიტიკურ ფონზე და ხელისუფლების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ნანა კაკაბაძე „რეპორტიორს" ესაუბრა:


- დავიწყოთ „რუსთავი 2"-ის პროცესების განხილვით. აშკარად გამოხატულია, რომ მიდის ქონებრივი დავა სასამართლოში. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ქონებრივი დავა შედის ხელისუფლების ინტერესებში. მეორე მხრივ, ამ საქმეში „ნაციონალური მოძრაობის" სასიცოცხლო ინტერესებია, რადგან „რუსთავი 2" არის ერთპარტიული ტელევიზია, გამოხატავს „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს და იბრძვის ამ ძალის ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის. მაგრამ ჩვენ უნდა გამოვკვეთოთ, ემსახურება თუ არა ხელისუფლების ინტერესი რაიმე უკანონო ქმედებას და ჯდება თუ არა კანონის ფარგლებში იმ პირების მოქმედებები, რომლებიც „რუსთავი 2"-ის მფლობელობისთვის იბრძვიან.


ხელისუფლების ქმედებებში მე უკანონობას ვერ ვხედავ. მაგრამ, „ნაციონალური მოძრაობის" მიერ წამოწყებული კამპანია ნამდვილად გადის კანონის ჩარჩოებიდან.


- რაში გამოიხატება „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან კანონის ჩარჩოებიდან გასვლა?


- დავიწყოთ იმ კადრებზე საუბრით, რომლებიც გაჩნდა უკრაინულ საიტებზე. ეს არის კადრები, რომლებიც სამეგრელოში აღმოაჩინეს კასრებში და ამ კასრების მასალა აღმოჩნდა უკრაინულ საიტზე. როგორც კი ეს ინფორმაცია გახდა ცნობილი, გამოვიდა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, 10-11 ორგანიზაცია, რომლებიც მეტრებად არიან დღეს მიჩნეულნი, და დასვეს კითხვები, თუ ვინ გაავრცელა ეს კადრები. როგორ ფიქრობთ, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ადამიანის უფლებათა დამცველები? ამ ადამიანებმა არ იცოდნენ, რა განცხადებას აკეთებდნენ? მთავარი პრობლემა ყოფილა, თუ ვინ დადო ეს კადრები საიტზე. ყველას, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ ადამიანის უფლებებს იცავს, პირველი კითხვა უნდა გასჩენოდა, თუ ვინ არის ამ კადრების გამო დასჯილი და არის თუ არა ამ მსხვერპლთა უფლებები აღდგენილი.


მინდა გითხრათ, რომ სანამ ეს კადრები უკრაინულ საიტებზე გავრცელდებოდა, არცერთი ადამიანი არ იყო დაკითხული ამ კადრების გამო. ხელისუფლებას არც ახლა განუცხადებია, დაიკითხა თუ არა ვინმე მათი გავრცელების შემდეგ.

 

- როგორ ფიქრობთ, რატომ გაჩნდა კითხვები კადრების გამავრცელებლის შესახებ პირველ რიგში და არა იმ საკითხზე, რასაც თქვენ გაუსვით ხაზი?


- ჩემი აზრით, ეს კამპანია დაიწყეს იმიტომ, რომ მთავარი აქცენტები გადატანილიყო ნაკლებ მნიშვნელოვან საკითხზე და არა მსხვერპლთა უფლებების აღდგენასა და დამნაშავეთა დასჯაზე.


მაინტერესებს, როდესაც ჩნდება ხელისუფლების მიმართ კითხვები გავრცელებასთან დაკავშირებით, რაში სჭირდებოდა საქმის აღსაძვრელად ხელისუფლებას კადრების უკრაინულ გვერდზე გავრცელება? ეს მასალები მათ აქვთ დასაწყობებული. თუკი ამაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა უნდოდა ხელისუფლებას, რაში სჭირდებოდა კადრების გავრცელება?


- ანუ მიგაჩნიათ, რომ ხელისუფლებას ამ კადრებზე საქმის აღძვრა არ სურდა?


- დიახ, ხელისუფლება აკეთებს ისე, რომ ამ ადამიანების გასამართლება და დასჯა არ მოხდეს. უკვე მერამდენე პროკურორი გამოვიცვალეთ და ვერცერთმა ვერ გამოიძია ეს საქმე. ეს ხდება იმიტომ, რომ აქ არის ხელისუფლების ინტერესები, ან ხდება ზეწოლა ხელისუფლებაზე იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც არიან ჩართულნი „ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენასა და მათი ხელისუფლებაში დაბრუნების საქმეში. ეს 10-11არასამთავრობო ორგანიზაცია და საერთაშორისო ორგანიზაციების გარკვეული ნაწილი ერთ ხმაში აწარმოებენ იმ კამპანიას, რომელიც არის ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ. ქართველმა ხალხმა 2012 წლის არჩევნებში ცალსახად თქვა უარი „ნაციონალურ მოძრაობაზე".


დღეს ხელისუფლებამ უნდა ისაუბროს, ვის ზეწოლას განიცდის და რატომ ვერ ახერხებს კანონით მინიჭებული უფლების გამოყენებას, რათა საზოგადოება იყოს ინფორმირებული რა პროცესები მიმდინარეობდა ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს.


- როგორ აფასებთ „რუსთავი 2"-ის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესებს?


- იგივე 10-11 არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ თურმე სასამართლო იღებს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასულ გადაწყვეტილებებს, თუმცა, ძალიან კარგად იციან, რომ ამის თქმის უფლება არ აქვთ, სანამ სასამართლო არ გამოაქვეყნებს საბოლოო ვერდიქტს. აგორდა ყალბი კამპანია, მაგრამ ვერცერთმა მათგანმა ვერ თქვა, რაში იყო გამოხატული საკონსტიტუციო ჩარჩოებიდან გასვლა, რადგან ამას ადგილი ნამდვილად არ ჰქონია.


მეორე მხრივ, ეს ორგანიზაციები არ მსჯელობენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც აშკარად ტენდენციურია და მიუთითებს გარკვეული ჯგუფების ინტერესებზე.


დღეს მიდის კამპანია, რომელიც ხელს უშლის ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას. ამ კამპანიაში არიან ჩართულნი როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები. ამას ხელს უწყობს ხელისუფლებაც, რომელმაც ერთი მხრივ კოჰაბიტაცია გამოაცხადა „ნაციონალურ მოძრაობასთან" და მეორე მხრივ, დღესაც, როდესაც აშკარად სახეზეა რიგი დარღვევები სამოქალაქო საზოგადოებისა თუ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, არ ცდილობენ ამ საკითხის შეფასებას.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016