reportiori.ge - თეა კიკნაველიძე: გიორგი გოგიჩაიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გაათავისუფლეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:21
მედია
თეა კიკნაველიძე: გიორგი გოგიჩაიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გაათავისუფლეს
ავტორი:
19 ნოემბერი, 2015. 00:41


თეა კიკნაველიძე: გიორგი გოგიჩაიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" გაათავისუფლეს

 



 „ფეისბუქის"-მომხმარებელი თეა კიკნაველიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი „პირველი არხიდან" დაითხოვეს და არანაირი განმარტება არ მიუციათ მიზეზის შესახებ:


რა ხდება საზოგადოებრივ ტელევიზიაში?

დაიწყო ნადირობა ნიჭიერ,ღვაწლმოსილ და დამსახურებულ ადამიანებზე.

ადამიანი,რომლის სახელთანაც არის ასოცირებული ყველასათვის საყვარელი საბავშვო გადაცემაბასტი-ბუბუ",სადაც არაერთი ნიჭიერი თაობა გაიზარდა, ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ბავშვებთან ურთიერთობას მიუძღვნა - გიორგი გოგიჩაიშვილი, „გოგიჩა", ტელევიზიიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვეს.

 

ჯერ იყო და დახურესპირველი არხის" ყველაზე რეიტინგული საბავშვო გადაცემაყოჩაღების ქუჩაზე", რომლის წამყვანიც ასევე გოგიჩა გახლდათ (ვითომ რამე უკეთესი მოიგონეს), ახლა კი ადამიანი საერთოდ ტელევიზიას მოაშორეს. ალბათ, გულგრილი არ დარჩებიან ბავშვები და მათი მშობლები საყვარელი ტელეწამყვანის გარშემო მომხდარი ფაქტის მიმართ" - აღნიშნავს თეა კიკნაველიძე სტატუსში, სადაც თავად გიორგი გოგიჩაიშვილიც ჰყავს მონიშნული.

სოციალურ ქსელში ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თავად გიორგი გოგიჩაიშვილს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია...


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016