reportiori.ge - სფფ-ის ემბლემა რომელ ქვეყანას ეკუთვნის? მამუკა კვარაცხელია ქართულ ენას იცავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 08:39
სპორტი
სფფ-ის ემბლემა რომელ ქვეყანას ეკუთვნის? მამუკა კვარაცხელია ქართულ ენას იცავს
ავტორი:
20 ნოემბერი, 2015. 10:50


18 ნოემბერს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ"-ში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით 25-ე რიგგარეშე ყრილობა გაიმართა. ყრილობაზე სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს.


ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და უეფა-ს მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია, რომელიც 3 ოქტომბრის არჩევნებში დღევანდელი პრეზიდენტის კონკურენტი იყო:


„მსურს, ყრილობას ვთხოვო, ყურადღება გაამახვილოს რამდენიმე საკითხზე:


1. ინფრასტრუქტურაზე ვილაპარაკეთ და თუ არ დავიცავით სტადიონები, მათზე ისეთი შეტევა მიდის ვაი-ბიზნესმენების მიერ კორპუსების ასაშენებლად, რომ მალე საერთოდ აღარ გვექნება ფეხბურთის მოედნები და მერე რაღა აზრი ექნება ჩვენს მუშაობას?!


მოდით, ყრილობამ დაავალოს რეგიონული ფეხბურთის ფედერაციებს, აღრიცხონ ყველა მოედანი მათ რეგიონებში, ხოლო ტარიელ ხეჩიკაშვილს ვთხოვოთ, დააყენოს პარლამენტში მათი ხელშეუხებლობის საკითხი!..


2. ახსენეთ კერძო ინვესტორები: დღეს შვიდმა კაცმა რომ თქვას, ფეხბურთი აღარ გვინდაო, ქართული ფეხბურთი მოკვდება: მოდით, ყრილობამ მიმართოს პარლამენტსა და მთავრობას, რომ რომან ფიფიას („დინამო"), ბესო ჩიხრაძეს („გაგრა"), ილია კოკაიას („ზესტაფონი"), ფრიდონ ინჯიას („მერანი"), გურამ რუხაძეს („ვიტ ჯორჯია"), ლექსო თოფურიას („ლოკომოტივი"), ტარიელ ხეჩიკაშვილს („საბურთალო") ღირსების ორდენი მიანიჭონ იმ წვლილისთვის, რაც მათ ჩვენი ფეხბურთის შესანარჩუნებლად გაიღეს და ამდენი წელია, კლუბებს საკუთარი სახსრებით ინახავენ...


3. თქვენს უკან, კედელზე, გაკრულია ფედერაციის ემბლემა და გეკითხებით, ის რომელ ქვეყანას ეკუთვნის? GFF - შეიძლება გრენლანდიასაც ჰქონდეს ასეთი აბრევიატურა და გიბრალტარსაც. რატომ არ არის ქართული დასახელება - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია? ჩვენ „ჯი-ეფ-ეფი" არ დაგვიფუძნებია 25 წლის წინათ!


ფიფა-ში 209 ქვეყანაა და ასე უპატივცემულოდ არავინ ეპყრობა საკუთარ ენასა და ანბანს, რომელიც, სხვათა შორის, მსოფლიოში მხოლოდ თოთხმეტია", - განაცხადა კვარაცხელიამ.


 

წყარო: ყოველდღიური სპორტული გაზეთი „ლელო"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016