reportiori.ge - დუნია მიატოვიჩი: შეშფოთებული ვარ აჭარის ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნებით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:38
მედია
დუნია მიატოვიჩი: შეშფოთებული ვარ აჭარის ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნებით
14 ნოემბერი, 2013. 11:07

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელმა, დუნია მიატოვიჩმა, ხელისუფლების წარმომადგენლებს მედიის თავისუფლების შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

მედიის თავისუფლება საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია და მიხარია, რომ ისინი მზად არიან ჩემს უწყებასთან  თანამშრომლობა გააგრძელონ", - განაცხადა მიატოვიჩმა.

მიატოვიჩი პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფთაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს შეხვდა და  მათთან ერთად სამაუწყებლო მედიის თავისუფლების მდგომარეობა განიხილა.

მე გავაგრძელებ  საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებლის ირგვლივ მიმდინარე ცვლილებების თვალყურის მიდევნებას. შეშფოთებული ვარ, თუ როგორ ჩატარდა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნები 5 ნოემბერს. ეს სამწუხარო გადაწყვეტილებაა, რომელიც კანონის უზენაესობისთვის გამოწვევაა და სხვა საკითხებთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელშეუხებლობას უქმნის საფრთხეს. ვიმედოვნებ, ამჟამინდელი კრიზისის მოსაგვარებლად, გადაწყვეტილება მალე მოიძებნება და საზოგადოებრივი მაუწყებელი შეძლებს განაგრძობს საკუთარი მნიშვნელოვანი როლის შესრულებას საზოგადოებაში. საზოგადოებრივი მაუწყებელი დაბალანსებული და პროფესიონალური საქმიანობის მოდელი უნდა იყოს და  უნდა შეძლოს იმართებოდეს ყოველგვარი პოლიტიკური და ბიზნეს ჩარევის გარეშე", - განაცხადა დუნია მიატოვიჩმა და აღნიშნა, რომ მარეგულირებელ ორგანოებს სრული ავტონომია უნდა მიენიჭოთ.

სრული ავტონომია ასევე უნდა მიენიჭოს მარეგულირებელ ორგანოს, საქართველოს ეროვნული  კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, რომ მისი  მიუკერძოებლობა და ეფექტურობა დაზღვეული იყოსეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაუწყებლობის გაციფრულების პროცესის წინ, რადგან  დამოუკიდებელმა მარეგულირებელმა ორგანომ სამაუწყებლო სფეროში პლურალიზმი გააძლიეროს", - აღნიშნა ეუთოს წარმომადგენელმა.

ვიზიტის განმავლობაში მიატოვიჩი სამოქალაქო საზოგადოების წევრებს და ჟურნალისტებს შეხვდა.  

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016