reportiori.ge - ნუგზარ ფოფხაძე: ღმერთო, დაგვიფარე ასეთი დამცველებისგან!..
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 11:43
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ნუგზარ ფოფხაძე: ღმერთო, დაგვიფარე ასეთი დამცველებისგან!..
29 ნოემბერი, 2015. 05:05

 

 

 

 

ეს ჩანაწერი რომ ნახა, ბატონ არჩილ ჭყოიძემ იმედიანად შესძახა: ეს კაცი ტაო-კლარჯეთს გვიბრუნებს!..

ვაფასებ ჭყოიძის იუმორს, რამეთუ მხედველობაში ყავს...  ჟირინოვსკი!!!!

ახლა სერიოზულად: ცდება არჩილი!

და მასთან ერთად ცდებიან ისინი, ვინც არჩილის ამ „იმედს" იზიარებს.

რეალობაში, როგორც ყოველთვის,  რუსეთის პოლიტიკურ სცენაზე მოთამაშე ყველაზე ცბიერმა და უსირცხვილო  "პოლიტიკოსმა" მომენტით ისარგებლა და  საქართველოს ვითომ "მოეფერებით" უტიფრად იცრუა!

გვახსოვს და ყოველოთვის გვემახსოვრება მისი პათოლოგიური ზიზღი ჩვენი ქვეყნისადმი.

 

 

 

თავად დარწმუნდით, ყველაზე კრიტიკულ მომენტში მას  "ენა არ დაბმია" საქართველოს ლანძღვისას... ყოველთვის ნავთს ასხამდა ცეცხლზე, როცა ღვივდებოდა ერთაშორის შუღლის ატმოსფერო...

ის გიჟი არ არის!

არც კლოუნი!

უბრალოდ მედროვე კაცია და დროულად ირგებს იმ ნიღაბს, რომელიც იმ მომენტში ჭირდება.

კარგად ვიცით ვისი გამოზრდილია, ან, როგორ დაიწყო, ვინ დაეხმარა, ვის უღალატა, ვინ გათელა...

რაც მართალი მართალია: ვერ დაუკარგავ  ნიჭიერებას,  ოსტატია, ოღონდ, უწინარესად, პროვოკაციის, დემაგოგიის, შანტაჟის...

ისიც მართალია, რომ კარგად ფლობს პოლიტექნოლოგიებს, მასებთან (განსაკუთრებით, ღატაკ-გაჭირვებულ-უკმაყოფილოთა ჯგუფებთან)  ურთიერთობის ენას, ორატორულ ხერხებს, არის რისკიანი, ეშმაკი, დაუნდობელი... ახასიათებს დაუოკებელი მიზანსწრაფვა, შეუპოვრობა... მხოლოდ,  ყველაფერი ეს შეზავებული უკიდეგანო  უზნეობასთან.

ეს არის მისი „ჩაუძირავრლობის" საიდუმლო, ამით მიაღწია იმას, რომ უკვე 25 წელია შესამჩნევ როლს თამაშობს რუსეთის პოლიტიკურ სცენაზე, მუდმივად „ციმციმებს" ტელეეკრანებზე...

გამაოგნებელი კურიოზებით არის აღსავსე მისი საჯარო გამოსვლები თუ შეხვედრები... მას ერიდებიან, მისი ეშინიათ, რამეთუ საზღვარი არ აქვს მის სითავხედეს და უტიფრობას. ამ დროს მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვის აყენებს შეურაცხყოფას: დიდს თუ პატარას, ქალს თუ კაცს...

ის კადრულობს იმას, რასაც არასოდეს იკადრებს ნორმალური, კულტურული ადამიანი!

ამიტომ არის საშიში! მეტისმეტად საშიში!

რამეთუ უფრო რუსია (დედით), ვიდრე შვილი იურისტისა (მამით) !!!!



არავინ, მით უმეტეს ქართული საზოგადოების ის ნაწილი, ვისაც ეიმედება "ჟირინოვსკი და კომპანია", ვისაც გონია რომ "კეთილი ნებით" აღადგენენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ უნდა მოტყუვდეს "ფოჩიანი კანფეტებით".  აი, ვნახოთ "ჟირიკას" ეს გამოსვლები (რომლებიც არა და არ არის მხოლოდ მისი ნააზრევი, უფრო გახმოვანებაა ოფიციალური პოლიტიკისა) და მერე თუ  ვინმეს გაუჩნდება "ენის მოჩლექვის: სურვილი, ეს მისი არჩევანი იქნება...

 

 


ეს რეპლიკა არ მიანიშნებს ჩრდილოელ მეზობელთან დიალოგის შეწყვეტა-გაჭიანურების რეკომენდაცია-სურვილს.

პირიქით! პოლიტიკურ-დიპლომატური არსენალში ჯერ კიდევ არის ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენება უნდა მოვახერხოთ მეტი დაჟინებით და სიბრძნით.

მაგრამ პოლიტიკურ-დიპლომატური პრაქტიკა და ისტორიული გამოცდილება (და არა მარტო ჩვენი, არც მხოლოდ ჩვენი მეზობლების... უფრო, ევროპისა, განსაკუთრებით, გასული საუკუნის) გვახსენებს ერთ მარტივ ჭეშმარიტებას: "ხონჩით მირთმეულ საჩუქარს" ყოველთვის არ მოყვება საპასუხო, ადექვატური ძღვენი. უფრო ხშირად  სუსტი, მლიქვნელი და შემძრომი პასუხად იღებს...  დამცირებას და პანღურს!

რაც შეეხება ჟირინოვსკის "სურვილს" საქართველოს საფრთხეებიდან დაცვის თაობაზე, დასვნა მხოლოდ ერთი შეიძლება გავაკეთოთ: ღმერთო, დაგვიფარე ასეთი "მეგობრებისგან, მტრებს კი თავად გავუმკლავდებით!



 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016