reportiori.ge - ტარიელ ხეჩიკაშვილი: მწვრთნელებს ხელფასი ასეულობით ათასი ჰქონდათ...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 08:51
სპორტი
ტარიელ ხეჩიკაშვილი: მწვრთნელებს ხელფასი ასეულობით ათასი ჰქონდათ...
ავტორი:
30 ნოემბერი, 2015. 23:35


საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქართული ფეხბურთის განვითარების გეგმას უახლოეს მომავაში წარადგენს, რაც ვითარებას საგრძნობლად შეცვლის.


„აქამდე ფეხბურთის განვითარების არავითარი გეგმა არ არსებობდა და არსებული გარემო არაწესიერ ხალხს იზიდავდა. როცა სისტემა აიწყობა და კონტროლი გამკაცრდება, ასეთი გარემო მათთვის არასახარბიელო გახდება და სხვა ქვეყანას მოძებნიან. საზოგადოება მალე იხილავს ფედერაციის მიერ წარმოდგენილ პროგრამას, რომელიც მზადდება და რომლითაც კლუბები თანაბარ პირობებში ჩადგება, იქნება მონიტორინგი..." - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადაცემაში „2030."


„საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, რაში იხარჯებოდა ათეულობით მილიონი ლარი. ხელფასები ქართულ რეალობასთან შეუსაბამო და არნახულად მაღალი იყო, შედეგები კი - დაბალი. კლუბები 43 მილიონით ფინანსდებოდა, მწვრთნელებს კი, ხელფასი ასეულობით ათასი ჰქონდათ. ეს ყველაფერი მენეჯმენტის ბრალი იყო. ჩვენ არ ვაპირებთ სახელმწიფო თანხების ასე განიავებას. კლუბებმა ნება იბოძონ და კერძო ინვესტორები მოიზიდონ. თუ ფეხბურთის მიმართ ნდობა არ აღსდგა, არცერთი ბიზნესმენი ფეხბურთში ფულს არ ჩადებს." - განაცხადა მინისტრმა.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016