სპორტი
პრემიერი ავთანდილ ჭრიკიშვილს და ნუგზარ ტატალაშვილს საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებას ულოცავს
05 დეკემბერი, 2015. 21:35
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ძიუდოისტებს ავთანდილ ჭრიკიშვილს და ნუგზარ ტატალაშვილს საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებას ულოცავს.
"ვულოცავ ჩვენს თანამემამულეებს, ავთანდილ ჭრიკიშვილს და ნუგზარ ტატალაშვილს პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებას. ავთანდილ ჭრიკიშვილმა ტოკიოში ძიგორო კანოს სახელობის გრან სლემის ტურნირში საქართველოს ისტორიული ოქროს მედალი მოუპოვა. ჩვენ ყველანი ვამაყობთ მისი გამარჯვებით. ასევე მნიშვნელოვანია ნუგზარ ტატალაშვილის მიერ მოპოვებული ბრინჯაოს მედალი. ვუსურვებ მათ წარმატებებს და კიდევ ბევრ გამარჯვებას ჩვენი ქვეყნის სასახელოდ", - აღნიშნულია პრემიერის მილოცვაში, რომელიც ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19