reportiori.ge - ემზარ გოგუაძე: ხელისუფლება ცდილობს, თამაზ ტყემალაძე საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე დატოვოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:44
მედია
ემზარ გოგუაძე: ხელისუფლება ცდილობს, თამაზ ტყემალაძე საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე დატოვოს!
15 ნოემბერი, 2013. 18:02

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებს. თემასთან დაკავშირებით, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელმა ემზარ გოგუაძემ პრესკონფერენცია გამართა.


როგორც გოგუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ პარლამენტი ამ ცვლილებებს დაამტკიცებს, საბჭო საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.


ამ გადაწყვეტილებებით ხელისუფლება და საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს, ხელი დააფაროს და დაიცვას მისთვის ზედმეტად კომფორტული და მონურ მორჩილებაში შესული მენეჯმენტი, აგრეთვე ცდილობს, დიდხანს შეინარჩუნოს გენერალური დირექტორის ყოვლად სამარცხვინო და რეტროგრადი მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ტყემალაძე. ამ არაპროგნოზირებად კაცს საპარლამენტო უმრავლესობა ტოვებს საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე და უცნობია, თუ სახის კანონდარღვევებს ჩაიდენს იგი. ეს ცვლილებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა, ხელისუფლება ახორციელებს პოლიტიკურ დევნას სამეურვეო საბჭოს ამ პერსონალური შემადგენლობის წინააღმდეგ. იმ ყოვლად ანტიკონსტიტუციურ, ანტიდემოკრატიულ და არასამართლიან ნორმებს, რომელიც დღეს განიხილეს მეორე მოსმენით, ჩვენ დიდ ალბათობით გავასაჩივრებთ საკონსტიტუციო სასამართლოში", - აღნიშნა გოგუაძემ.


ბორდის ხელმძღვანელის თქმით, ტყემალაძემ არ გაითვალისწინა საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური მდგომარეობა და 120 ადამიანი დამატებით აიყვანა სამსახურში. მისივე განცხადებით, აღნიშნული პირები „მე-9 არხის" ყოფილი თანამშრომლები არიან.


ფაქტობრივად, ბორდს ტოვებენ იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იყო ბოლო პერიოდში. ახლა რამდენი ხანი დასჭირდება ახალი სამეურვეო საბჭოს არჩევას, 2-3 თვე მაინც, ეს არ არის გაწერილი. ამ ხნის განმავლობაში სამეურვეო საბჭო უნდა იყო ქმედუუნარო ისევ. და ვინ მიიღებს გადაწყვეტილებებს მაშინ?! მიიღებს კომფორტული მენეჯმენტი?! ის მენეჯმენტი, რომელის სათავეშიც არის ადამიანი, რომელიც მუნიციპალიტეტებს თვითნებურ წერილებს სწერს, საერთოდ ვერ ერკვევა კანონმდებლობაში და საერთოდ, ეპოქა აქვს, მგონი, არეული?!" - აღნიშნა ემზარ გოგუაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016