reportiori.ge - „შესაძლებელია მოსახლეობის მდგომარეობის გამოსწორება“, - მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე ლეონიდ ჩერნოვეცკის პარტიაში წევრიანდებიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 13:57
პოლიტიკა
„შესაძლებელია მოსახლეობის მდგომარეობის გამოსწორება“, - მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე ლეონიდ ჩერნოვეცკის პარტიაში წევრიანდებიან
14 დეკემბერი, 2015. 18:43


პარლმანეტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე კიევის ყოფილი მერის მომავალ პოლიტიკურ პარტიაში „ბედნიერი საქართველოსთვის" წევრიანდებიან. როგორც მურმან დუმბაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნა, ეს ახალი პოლიტიკური ძალა მის საერთო ხედვებსა და საქართველოს მომავალი კეთილდღეობის ინტერესებში ჯდება.


„ჯერჯერობით პოლიტიკური ორგანიზაცია არ არის შექმნილი. ბატონმა ლეონიდმა მიმდინარე წლის 6 დეკემბერს დააანონსა ახალი პარტიის შექმნის შესახებ. ამის შემდეგ დამიკავშირდა, ჩვენს შორის კონსულტაციები მიმდინარეობდა. პრაქტიკულად გადაწყვეტილება მიღებულია, რომ ჩვენ სადამფუძნებლო ყრილობის მოსამზადებელ ეტაპზე ერთად ვიქნებით. ჯერ საინიციატივო ჯგუფი შეირჩევა, ჯგუფის შექმნის პროცესი უკვე დაწყებულია. როგორც კი ეს მოხდება, ლეონიდ ჩერნოვეცკი საბოლოოდ მის ოპტიმალურ ვერსიას წარმოადგენს. ალბათ, ეს იქნება პრეზენტაცია და ჯგუფი პარტიის შექმნის თაობაზე, დიდ სადამფუძნებლო ყრილობას მოამზადებს. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს პოლიტიკურ სიცრცეში გაჩნდა ახალი პოლიტიკური ძალა „ბედნიერი საქართველოსთვის".

 

როგორც ცნობილია, კიევის ყოფილი მერი არცთუ დიდი ხანია რაც საქართველოში ცხოვრობს, მიუხედავად ამისა, ის საქართველოს მოქალაქეა. საქართველოში საინტერესო პროექტებს ახორციელებს. სხვათაშორის, კიევის მერობის პერიოდში, კიევში, შოთა რუსთაველის ძეგლი აქვს დადგმული, მას ბევრი კარგი საქმე აქვს ქართველი ხალხისთვის გაკეთებული.

 

ბატონ ლეონიდს საქართველოს ეკონომიკაში ძალიან საინტერესო ხედვები აქვს, განსაკუთრებით სიღარიბის დაძლევაში. ამბობს, რომ ჩვენი მწირი ბიუჯეტის პირობებში, თანხები არასწორად, არაპროპორციულადაა გადანაწილებული. უკიდურესად გაზრდილია ხარჯიანი დაწესებულებების რაოდენობა.

 

ჩვენ შევცვალეთ სააკაშვილი, მაგრამ არ შეგვიცვლია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანიზაცია და სტრუქტურა. არის ისეთი სამინისტროები, რომელსაც დღესვე გავაუქმებდი, სადაც უბრალო ფულის ხარჯვაა და მეტი არაფერი. ასევე, ხელფასის დანამატი და პრემია საკმაოდ ძლიერად მოქმედებს ბიუჯეტზე და კიდევ მრავალი... მიუხედავად იმისა, რომ მწირი მდგომარეობაა საბიუჯეტო შემოსავლების თავლსაზრისით, ამ ბიუჯეტის პირობებშიც კი შესაძლებელია მოსახლეობის უღატაკესი ფენების მდგომარეობის გამოსწორებაც და ჩვენ ვეცდებით, ეს თანხები ოპტიმალურად გავანაწილოთ. თუმცა, ამას უფრო ფართო ხედვები სჭირდება, მეტი ინვესტიციები, გახსნილობა, კონკურენცია, წარმატება, სამუშაო ადგილები...," - განაცხადა მურმან დუმბაძემ.

 

ვიცე-სპიკერმა ასევე აჭარის დეპუტატის მედეა ვასაძის აღნიშნულ პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებაზეც ისაუბრა.


„მედეა ვასაძე და მე პოლიტიკაში ერთად ძალიან დიდი ხნის განმვლობაში მოდივართ, ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდიდან... ის არის ხმალმოღერებული ადამიანი, რომელსაც შეუძლია სიმართლის თქმა, კარგზე - კარგის და ცუდზე - ცუდის, რაც საქართველოს ბევრ მოქალაქეს არ შეუძლია. ჩვენი ხედვები ქვეყნის განვითარებაზე პრაქტიკულად იდენტურია და ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ეს ახალი პოლიტიკური ძალა ბევრ რამეს დაალაგებს. ჩვენ შევდივართ პოლიტიკურ კონკურენციაში ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში. ის, რომ მთავრობა კოალიციური იქნება, პრაქტიკულად გარდაუვალია. ვემზადებით, რომ  საქართველოს პარლმანეტში დიდი რაოდენობით შევიდეთ," - აცხადებს დუმბაძე.

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016