reportiori.ge - სიმონ კილაძე: ქართველები უკრაინაში - ვინ ვის მხარეზეა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 04:42
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
სიმონ კილაძე: ქართველები უკრაინაში - ვინ ვის მხარეზეა...
ავტორი:
16 დეკემბერი, 2015. 22:34


ანალიტიკოსი სიმონ კილაძე უკრაინაში ბოლო დროს არსებული დაპირისპირების შესახებ წერს.  



მიხეილ სააკაშვილი და არსენ ავაქოვი ერთმანეთს იმაზე აუხირდნენ, თუ ვინ უფრო მეტადაა უკრაინელი. ყველამ ვიცით, რომ უკრაინელი არცერთი არ არის - მიხეილ სააკაშვილი ქართველია (თუმცა, ამბობენ, მისი გვარის დაბოლოება სხვანაირი არისო!), ხოლო არსენ ავაქოვი - სომეხი.


აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილის ქართულ რაზმში შტრეიკბრეხერი გამოჩნდა: ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა (მან თავისი განცხადება გადადგომის შესახებ, რომელიც მიშას კარნახით დაწერა, არსენ იაცენიუკის რჩევით, უკან წაიღო და თანამდებობას დღესაც ინარჩუნებს და შესაბამისად, ახლა მხარს პრემიერ-მინისტრს უჭერს. უკრაინის მთავრობაში რომ ისეთი დონის კორუფცია იყოს, [როგორსაც მიხეილ საკაშვილი ამბობს], მე იმ მთავრობაში არ ვიმუშავებდი", - განაცხადა კვიტაშვილმა და ორივე დაპირისპირებულ მხარეს კონფლიქტის შეწყვეტისა და ერთთიანობისაკენ მოუწოდა (http://interfax.com.ua/news/political/311540.html)


რაც შეეხება ეკა ზღულაძეს, რომელიც არსენ ავაქოვის მოადგილეა, თავისი პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია. შეიძლება ითქვას, იგი ორ ცეცხლს შუაა - არც მიხოს წყენინება უნდა და მით უმეტეს, არც თავისი უშუალო ბოსის - არსენ ავაქოვისა. ასეა თუ ისე, მას მაინც მოუწევს თავისი პოზიციიის საჯაროდ გამჟღავნება.(http://ria.ru/world/20151216/1343115564.html)


გია გეწაძე (უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე) მიხოს მხარეზეა. იგი აცხადებს, რომ რცხვენია ისეთ მთავრობაში მუშაობა, სადაც არსენ ავაქოვი მინისტრია. მაგრამ რადგანაც მე არსად არ მივდივარ, ამიტომ არსენი უნდა წავიდეს - მან განცხადება უნდა დაწეროს გადადგომაზე" (http://uapress.info/ru/news/show/109945)


დავით საყვარელიძეც (უკრაინის გენპროკურორის მოადგილე), ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია. მისი თქმით, არსენ იაცენიუკი ნამდვილად ხაზინის მძარცველი და კორუფციონერია (http://infokava.com/32995-david-sakvarelidze-yacenyuk-kazno)




 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016