reportiori.ge - ნანა კაკაბაძე: ბაჩო ახალაია „დამორჩილებულ“ „კანონიერ ქურდებს“ სხვა პატიმრების სამართავად იყენებდა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 10:25
სამართალი
ნანა კაკაბაძე: ბაჩო ახალაია „დამორჩილებულ“ „კანონიერ ქურდებს“ სხვა პატიმრების სამართავად იყენებდა!
17 დეკემბერი, 2015. 14:04



ის „კანონიერი ქურდები", რომლებიც არ დაექვემდებარნენ ბაჩო ახალაიას და არ ითანამშრომლეს მასთან, ჩაყარეს მე-7 საპყრობილეში, რომელიც შს სამინისტროს „პადვალში" მდებარეობს.  ხდებოდა  მათი წამება, ღირსების შემლახავი მოპყრობა, თავის გადაპარსვა, ფეხის თითები დაამტვრიეს ადამიანებს და ბევრი ინვალიდის სავარძელსაც კი მიაჯაჭვეს, ხოლო, ვინც დაიმორჩილეს, მათ იყენებდნენ სხვა პატიმრების სამართავად. მათი ხელით კეთდებოდა უამრავი რამ - პატიმრების ცემა, შეურაცხყოფა, მუშაობდნენ ცრუ ჩვენებებზე... ყველაფერს აკეთებდნენ, რაც ადმინისტრაციის ინტერესებში შედიოდა", - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე  „რეპორტიორთან" საუბრისას.


რა თქმა უნდა, მე სახელებს და გვარებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ნებისმიერი პატიმარი, რომელიც იმ პერიოდში იჯდა,  დაგიდასტურებთ, რომ ბაჩო ახალაიამ სასაკლაო გაუხსნა მე-7 საპყრობილეში დაუმორჩილებელ „ქურდებს," ეს იყო რეალობა და დღეს, როცა თავადვე აღმოჩნდა იმ დაწესებულებაში, სადაც ის დანაშაულებს სჩადიოდა, გაბოროტდა და რას მიედ- მოედება, თავადაც აღარ იცის",- იხსენებს ნანა კაკაბაძე.


შეხსენებისთვის: 16 დეკემბრის სასამართლო პროცესზე,  სასჯელაღსრულების ყოფილი ხელმძღვანელი ბაჩო ახალაია სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების სამივე მინისტრი, ყოფილები და ამჟამინდელი, კანონიერ ქურდებთან" ერთად მუშაობენ.


ჩვენ ყველაფერს ვუძლებთ და ვინც ვერ გაუძლო, გარეთ არის. ზოგი საშვილიშვილო შეცდომებსაც კი უშვებს, მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება. მთავარია, რომ აღდგა სისტემა ე. წ. კანონიერი ქურდების მიერ მმართველობის. ჩვენ გვეგონა, რომ თურმე ეს ყველაფერი დავამარცხეთ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, უბრალოდ შეგვიჩერებია. საბოლოოდ ძალიან მწარე ვითარებაა, მე სიმართლის დამტკიცების არ მეშინია", - თქვა ბაჩო ახალაიამ.

 




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016