reportiori.ge - აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა რუსეთთან ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:29
კონფლიქტები
აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა რუსეთთან ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
ავტორი:
19 დეკემბერი, 2015. 13:29



ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა რუსეთთან ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.



ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერის დაურ არშბას განცხადებით, ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების უპირველესი ამოცანა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.



„შეთანხმებას" 26-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 1 წინააღმდეგი იყო, 2-მა კი თავი შეიკავა.



ჩვენ გვეძლევა საშუალება, რუსეთის ფედერაციის დახმარებით ჩვენი სამშობლო ეფექტურად დავიცვათ", - განაცხადა დეპუტატმა გიორგი აღრბამ.

 


ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება რუსეთის სახელმწიფო დუმაშიც იგეგმება.



რუსეთმა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ დოკუმენტს 26 ნოემბერს მოაწერეს ხელი. დაჯგუფების შექმნა „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" შეთანხმებითაა გათვალისწინებული, რომელსაც ვლადიმ პუტინმა და რაულ ხაჯიმბამ 2014 წლის 24 ნოემბერს მოაწერეს ხელი.



მარიონეტული რეჟიმი არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ახალი დაჯგუფება „აფხაზეთის საზღვრებს გარეთ" საბრძოლო მოქმედებებში მიიღებს მონაწილეობას.



 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016