reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ მორაგბეებს, მოჭადრაკე ქალებს, მოჭიდავეებსა და ძიუდოისტებს მადლობას უხდის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 06:46
სპორტი
ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ მორაგბეებს, მოჭადრაკე ქალებს, მოჭიდავეებსა და ძიუდოისტებს მადლობას უხდის
ავტორი:
21 დეკემბერი, 2015. 15:19

 

 

ის, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიო მნიშვნელობის საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებების მასპინძელი გახდა, ადასტურებს, რომ საქართველო სანდო პარტიორია", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, თბილისმა უმასპინძლა საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას - ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს;


თბილისმა ასევე წარმატებით უმასპინძლა გრან-პრის ძიუდოში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს წყალბურთში, უეფას სუპერთასს ფეხბურთში და სხვა მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირებს.


ირაკლი ღარიბაშვილმა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შენდება უმაღლესი სტანდარტების დარბაზები, კორტები, სპორტული არენები, საცურაო აუზები.


დღეს სპორტსმენებს ყველა პირობა აქვთ სრულფასოვანი ვარჯიშისთვის. დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდა თაობისთვის ეს იქნება სტიმული ქართული სპორტის სახელოვანი ტრადიციების გასაგრძელებლად", - განაცხადა პრემიერმა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მორაგბეებს, მოჭადრაკე ქალებს, მოჭიდავეებსა და ძიუდოისტებს, რომელთა წლევანდელმა გამარჯვებებმა ყველა გაახარა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აუდიტორიას წარუდგინა პარასპორტსმენი, პირველი ქართველი ეტლით მოფარიკავე ქალი - ირმა ხეცურიანი, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახიდანაა. უნივერსიტეტის პირველი კურსის ბოლოს მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. მკურნალობისა და ოპერაციის მიუხედავად, უნივერსიტეტის მიტოვება და ცხოვრების წესის შეცვლა მოუწია.

 

მაგრამ ირმამ ახალი მიზნები დაისახა. აი შედეგიც - დღეს იგი პარიზის მსოფლიო თასის გამარჯვებული და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია პარაოლიმპიელ მოფარიკავეთა შორის. მისი შეუპოვრობის, ყოველდღიური შრომის შედეგს, ვფიქრობ, შეიძლება სასწაული ვუწოდოთ. ირმასნაირი ადამიანები გვაძლევენ სტიმულს, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ყოველი მომდევნო დღე უკეთესი იყოს", - განაცხადა პრემიერმა.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016