reportiori.ge - ირაკლი ზარქუა: ყველა პარამეტრი, რომელიც ეროვნული ვალუტის გამყარებას უკავშირდება, სახეზე გვაქვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 05:46
ეკონომიკა
ირაკლი ზარქუა: ყველა პარამეტრი, რომელიც ეროვნული ვალუტის გამყარებას უკავშირდება, სახეზე გვაქვს
ავტორი:
22 დეკემბერი, 2015. 16:19


„ახალგაზრდა მეცნიერთა და ანალიტიკოსთა დარბაზ - დოქტრინას" ხელმძღვანელის ირაკლი ზარქუას განცხადებით, ყველა ძირითადი პარამეტრი, რომელმაც შესაძლოა, ეროვნულ ვალუტაზე გავლენა იქონიოს, გაუმჯობესებულია.


როგორც ზარქუამ განაცხადა, საერთაშორისო ასპარეზზე ნავთობის ფასის კლებასთან მიმართებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ადეკვატური ზომები და შესაბამისი პრევენციული პოლიტიკა უნდა გაატაროს, რათა საქართველო ნაკლებად დაზარალებული გამოვიდეს ამ პროცესებიდან.


მისი თქმით, დღევანდელი მაკროეკონომიკური რეალობა ასეთია - საგარეო ვაჭრობამ 2015 წლის იანვარ-ნოემბერში 8 მილიარდ 890 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 13%-ით ნაკლებია. შემცირებულია როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი. მაგრამ პოზიტიურია ის, რომ მიუხედავად კლებისა, წინა წელთნ შედარებით, ასევე შემცირებულია უარყოფითი სავაჭრო სალდო 240 მილიონი დოლარით, რაც ნიშნავს იმას, რომ საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნიდან 240 მილიონი დოლარით ნაკლები გავიდა.


ამასთან, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საგრძნობლად გაიზარდა - 2014 წელს, 1 მილიარდ 700 მილიონზე მეტი შეადგინა, 2015 წლის პირველი 3 კვარტლის მონაცემებით, 1 მილიარდ 19 მილიონს გადააჭარბა. მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში კი, ინვესტიციების მოცულობა 489 მილიონია - ეს უტოლდება 2007 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს მე-3 კვარტალში. წლიდან წლამდე, ასევე იზრდება საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები. ბოლო 2-ნახევარ წელიწადში მკვეთრად გაიზარდა შემოსავლები - 2015 წლის პირველ ნახევარში, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა 10 მილიონით გადააჭარბა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და 620 მილიონი დოლარი შეადგინა. ანუ, ყველა პარამეტრი, ყველა მონაცემი, რომელიც უკავშირდება ეროვნული ვალუტის გამყარებას, დევალვაციის შეჩერებას, ეკონომიკის გაჯანსაღებას, სახეზე გვაქვს. რაც შეეხება საერთაშორისო გზავნილებს, 2015 წლის ნოემბრში, 85 მილიონი დოლარის შემოდინება დაფიქსირდა. წინა წელთან შედარებით, ანალოგიურ თვესთან მიმართებით კლებაა 19 მილიონის ფარგლებში. საბოლოო ჯამში, ყველა ის ძირითადი პარამეტრი, რომელმაც შესაძლოა, გავლენას იქონიოს ეროვნულ ვალუტაზე, გაუმჯობესებულია და უკეთესობისკენ მიდის", - განაცხადა ზარქუამ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016