reportiori.ge - ვიქტორ დოლიძე: დღევანდელი საარჩევნო გარემო ბევრად უკეთესია, ვიდრე „ნაციონალების“ დროს იყო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 04:49
ინტერვიუ
ვიქტორ დოლიძე: დღევანდელი საარჩევნო გარემო ბევრად უკეთესია, ვიდრე „ნაციონალების“ დროს იყო!
ავტორი:
22 დეკემბერი, 2015. 16:02



„თავისუფალი დემოკრატების" წევრი ვიქტორ დოლიძე საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზების შესახებ და ქვეყანაში მიმდინარე სხვა პოლიტიკურ პროცესებზე „რეპორტიორს" ესაუბრა:


- სხვათაშორის, ჩვენ გვინდოდა, რომ ეს ყოფილიყო ერთსულოვანი, კონსოლიდირებული, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის საკითხი, რომლის გარშემოც ყველა ვთანხმდებით. თუმცა, ვიზა-ლიბერალიზაციის თემასთან მიმართებაში, ძალიან სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივიღეთ „ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერა. ეს არ არის კარგი. რადგან, ასეთ შემთხვევაში, საკითხებს უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ხოლმე.


- როგორ აფასებთ ქვეყანაში საარჩევნო გარემოს? კმაყოფილი ხართ თუ არა მაჟორიტარული ოლქების გადანაწილებით?


- ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ გადაუხვია საკუთარ დაპირებას, თუმცა არ ვამბობ, რომ დღევანდელი გარემო უარესია. ეს გარემო არის ბევრად უკეთესი. მე, როგორც ჩვენი დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური უბნის მაჟორიტარს, ძალიან კარგად მახსოვს, რომ ხალხი ჩვენთან შესახვედრადაც ვერ გამოდიოდა. პოლიტიკურ ძალას საშუალება არ ჰქონდა, თავისი შეთავაზებები გაეცნო საზოგადოებისთვის. ჩვენ ასეთი პერიოდი გავიარეთ „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს. ახლა ეს სივრცე გახსნილია, მაგრამ დღეს შეიძლება ბევრად უკეთესი საარჩევნო გარემოს მიღება. ერთიცაა: ძალიან ცუდია, რომ ამ პროცესმა გადაიწია 2020 წლისთვის. საუბარი მაქვს მანკიერ მაჟორიტარულ სისტემაზე, რომელიც დღემდე შემორჩა.


კიდევ უფრო გაუგებარი გახდა საარჩევნო ოლქები მას შემდეგ, რაც ისინი დაიყო. პოტენციურ მაჟორიტარებსაც კი აქვთ კითხვები და მათაც არ მოსწონთ ეს სისტემა. რაც შეეხება 50 %-იან ბარიერს, ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ეს არის ბარიერი ხელისუფლებისთვის. მათ საკუთარ თავს დაუწესეს ბარიერი. ჩვენ პირიქით, უფრო პოზიტიურად ვუყურებთ ამას. ჩემი აზრით, ეს გამოიწვევს მეორე ტურების არსებობას და ამაში კარგის მეტს ვერაფერს ვხედავ.


- საარჩევნო ოლქების გადანაწილების მიუხედავად, რამდენიმე ოლქში ამომრჩევლის ხმათა რაოდენობა კვლავ ვერ გათანაბრდა. როგორ ფიქრობთ, გახდება თუ არა აღნიშნული ფაქტი წინაპირობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ამ საკითხზე სარჩელი კვლავ შევიდეს?


- ინტერპატრიული ჯგუფი ამ თემებზე მუშაობას აგრძელებს. რა თქმა უნდა, არ გამოვრციხავ, რომ ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი კვლავ შევიდეს.


- ბატონ პაატასთან მეგობრობა მაკავშირებს და პატივს ვცემ, როგორც მომღერალსა და ერთ-ერთ გამოჩენილ ქართველს. რაც შეეხება მის პოლიტიკურ დღის წესრიგს, ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია ამის შესახებ. არ ვიცით, როგორი მიმართულების ხედვები აქვს მას გარკვეულ საკითხებზე. თუმცა, თუკი იგი უნისონში იქნება ჩვენს დასავლურ ფასეულობებთან, მხოლოდ და მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ.


რაც შეეხება კიევის ყოფილ მერს, არ ვიცნობ ამ პიროვნებას, არც იმ საფუძველს ვიცნობ, რის გამოც გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა და არც მის სამომავლო გეგმებზე ვიცი რამე. ამიტომ, ამაზე კომენტარს დღეს ვერ გავაკეთებ...


როგორც წესი, წინასაარჩევნო პროცესში ახალი ძალები ჩნდებიან ხოლმე. ეს ერთგვარ ტრადიციადაც იქცა და დიდად არ მიკვირს, რომ ამგვარი რაღაცეები ხდება. მთავარია, რომ პოლიტიკური ძალები თვითდაჯერებულნი იყვნენ. ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები" ვართ თვითდაჯერებულნი, მიგვაჩნია, რომ სწორ პლატფორმაზე ვდგავართ. დღეს საარჩევნო გარემო არის სრულიად განსხვავებული და ხალხი ჩვენგან სხვა ტიპის გზავნილებს ელოდება, ვიდრე ელოდა თუნდაც 2012 წლის არჩევნებში.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016