reportiori.ge - აკრძალული პრეპარატის გამოყენების გამო რუს ძალოსანს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს და ქართველს გადასცეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 06:54
სპორტი
აკრძალული პრეპარატის გამოყენების გამო რუს ძალოსანს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს და ქართველს გადასცეს
ავტორი:
25 დეკემბერი, 2015. 10:30



ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი, რუსი ალექსეი ლოვჩევი საერთაშორისო ტურნირებს დროებით ჩამოაშორა.


საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელის გიორგი ასანიძის განცხადებით, ლოვჩევმა აკრძალული პრეპარატი „იპამორელინი" გამოიყენა, რის გამოც ავტომატურად, მსოფლიოს ჩემპიონად ლაშა ტალახაძე  გამოცხადდა.


 

მინდა ლაშა ტალახაძეს მსოფლიო ჩემპიონობა მივულოცო... არავის ცუდი არ მიხარია, თუმცა ჩემი ლაშას ჩემპიონობა ნამდვილად მახარებს... ლოვევის ტესტმა დადებითი აჩვენა მსოფლიო ჩემპიონატზე", - განაცხადა საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელმა გიორგი ასანიძე.



ლოვჩევის გარდა, აკრძალული პრეპარატების გამოყენება კიდევ 16 სპორტსმენს დაუდგინდა.



ჰიუსტონში წელს გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, +105 კგ წონით კატეგორიაში 22 წლის ქართველი ძალოსანი, ჯამში 454 კგ.-ით (ატაცი 207+აკვრა 247) მეორე ადგილზე გავიდა, ლოვჩევმა კი, რომელმაც რეკორდული შედეგი - 475 კილოგრამი აჩვენა, ოქროს მედალი მოიპოვა.







 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016