reportiori.ge - „ეს იყო „ნაციონალების“ პროგრამა ადამიანების გასანადგურებლად!“ - ლალი მოროშკინა ხელისუფლების რეფორმებს აფასებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 12:51
პოლიტიკა
„ეს იყო „ნაციონალების“ პროგრამა ადამიანების გასანადგურებლად!“ - ლალი მოროშკინა ხელისუფლების რეფორმებს აფასებს
29 დეკემბერი, 2015. 18:20


 


„ჩვენმა მთავრობამ შეძლო რომ ეს წელი უდავოდ გამორჩეული ყოფილიყო" - ასე აფასებს ხელისუფლების რეფორმებს „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს" დამფუძნებელი და თავმჯდომარე ლალი მოროშკინა.



„ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებული წელი იყოთუნდაც ერთი C ჰეპატიტის პრობლემა ეყოფა ჩვენს ხალხს სათქმელად, სახელმწიფოში მცხოვრები ნახევრაზე მეტი დაავადებული ადამიანი 2016 წელს სიკვდილის მოლოდინში კი არ არიან, არამედ ცხოვრებით ტკბებიან. რითი იყო გამოწვეული С ჰეპატიტი? - მე ამას, როგორც პროფესიონალი გეტყვით,  სასჯელაღსრულების სისტემაში ვმუშაობდი,  320 000 მსჯავრდებული ადამიანი რომელმაც გამოიარა ცივი კედლები და 25 000 პატიმარი, რომელიც მუდმივად იჯდა,  მათ წლების განმავლობაში ტექნიკური ზეთით მომზადებულ საჭმელს აჭმევდნენ. ეს ზეთი პირდაპირ ღვიძლზე მოქმედებდა. ეს იყო „ნაციონალების" პროგრამა  ადამიანების გასანადგურებლად და გენოციდისთვის. ის მძიმე შედეგები რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" დათესა თავისი გენოციდის პროგრამით, აი, ზუსტად C ჰეპატიტის პროგრამით გადაფარა ჩვენმა მთავრობამ, რისიც მადლობელი ვარ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი გადარჩა.

 დიდი ხანია არ არის რაც სოჭიდან ჩამოვედი, ძალიან ბევრი აფხაზი, რომლებიც (მოგეხსენებათ სოხუმი 30 კილომეტრშია სოჭიდან) გადმოდიან სოჭში და ინტერესდებიან თუ რა მდგომარეობაა მედიცინის მხრივ; გაიგეს რა C ჰეპატიტის პროგრამის შესახებ, ძალიან ბევრმა საქართველოში მკურნალობის სურვილი გამოთქვა. ეს პრაქტიკულად ომის გარეშე დაბრუნებული ადამიანების გულებია. მარტო მიწა კი არა, შენი სისხლი და გული უნდა დაიბრუნო, ეს შესძლო C ჰეპატიტის პროგრამამ, რომ დღეს საქართველოში სამკურნალოდ ჩამოსვლა უნდათ როგორც ოსებს, ასევე აფხაზებს. ის რომ ცხინვალის რეგიონიდან ჩამოდიან, ის რომ რუსლან ქიშმარია საქართველოში მკურნალობდა ბევრის მეტყველია, ეს ნაბიჯ-ნაბიჯ ადამიანებში რწმენის გაჩენაა, - აღნიშნა მოროშკინამ.

 

ლალი მოროშკინამ ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მიღწევებზეც ისაუბრა.

 

 „ვიზა-ლიბერალიზაციას რაც შეეხება, უნდა აღინიშნოს პირადად ირაკლი ღარიბაშვილის ღვაწლი  (და არამარტო ამ სფეროში)  ასევე დიდ წილად შსს-ს მიერ გატარებული რეფორმების, რადგან მოთხოვნების ზუსტად 80% მოდიოდა შინაგან საქმეთა სამინისტროზე. ვფიქრობ, ამ უწყებას მღებრიშვილი ძალიან კარგად გაუძღვა. ის ახალი რეგულაციები, რომელსაც შსს იღებს აუცილებელია და უფრო გამკაცრებასაც ვისურვებდი.

 

 ასევე მნიშვნელოვანია რაც სასჯელაღსრულების კუთხით გაკეთდა, ციხეები გარემონტდა, განახლდა, პატიმრებს  პირობები ნამდვილად უკეთესი აქვთ. აღსანიშნავია, რომ გაიხსნა დაწესებულება სადაც პატიმრებს შეეძლებათ, იმუშაონ და არათუ ოჯახმა შეინახოს პატიმარი, პირიქით პატიმრებმა შეძლონ ოჯახების რჩენა.

 

მე-7-ე დაწესებულებაში არცთუ კარგი პირობებია განსაკუთრებული კატეგორიების პატიმრებისთვის, ამ პროპლემის გამოსწორებას ვისურვებდი. კარგია,  რომ ქალი პატიმარი განთავისუფლდა, რომელიც კახიშვილმა სცენიდან გაუშვა,  აღვნიშნავ, რომ როცა სხვადასხვა სახის სტატუსები წავიკითხე ვინც ვერ მღერის რა აკეთოსო და ა.შ... ამ ქალბატონს უკვე „უდო" ეკუთვნოდა,  კანონი არ დარღვეულა, უბრალოდ ეს  წახალისებით და ლამაზი ფორმით მოხდა. ეს ნიშნავს, რომ ამ სისტემაში რესოციალიზაციას გაივლიან და რესოციალიზებულები გამოვლენ ადამიანებთან საკონტაქტოდ და სამშვიდობოდ. არ შეიძლება გისოსებს მიღმა ცხოვრება ნორმალურ მდგომარეობად ჩაითვალოს, ეს ანომალურია. სამწუხაროდ, ბევრი თავად იგდებს ამ მდგომარეობაში თავს, თუმცა ამ პირობებშიც კი მოიძებნა ადამიანური მიდგომა, რომელიც ჯერ სოზარ სუბარმა დაიწყო, მღებრიშვილმა გააგრძელა და კახიშვილი აგრძელებს. ეს სისტემა გაჯანსაღებულია.  

 

ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ ბევრ პროექტებს ეკონომიკური თვალსაზრისით, რომელიც საქართველოში კეთდება, ქვეყნის მტერი უნდა იყო, რომ ეს ყველაფერი ვერ დაინახო. სამწუხაროდ, ერთადერთი რაც ჩვენს ხელისუფლებას აკლდა ეს იყო ჯანსაღი პიარი", - აცხადებს ლალი მოროშკინა.




 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016