reportiori.ge - დღეს ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერი მატჩი გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:08
სპორტი
დღეს ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერი მატჩი გაიმართება
ავტორი:
14 იანვარი, 2016. 15:00



14 იანვარს, 19:00 საათზე, ახალ სპორტის სასახლეში (მაღლივ კორპუსთან) ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერი მატჩი გაიმართება - მონაწილეობას მიიღებენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები, ვეტერანი კალათბურთელები, სპორტსმენები და ჟურნალისტები.


საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია NBA-ში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონს ატარებს და ახლოსაა ისტორიულ მიღწევასთან - მონაწილეობას მიიღოს ყველა ვარსკვლავის მატჩში, რომელიც 14 თებერვალს, ტორონტოში გაიმართება. ხმის მიცემის პროცედურა დეკემბრიდან მიმდინარეობს და დღევანდელი მატჩიც სწორედ პროცესის გააქტიურებისთვის გაიმართება.


მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონი ჭიდაობაში, საქართველოს წლის სპორტსმენი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი; მსოფლიოს 2015 ჩემპიონი ძალოსნობაში ლაშა ტალახაძე; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი; მინისტრის მოადგილეები; ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მესვეურები; ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი; ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი; სხვადასხვა სპორტული ფედერაციის წარმომადგენლები; ვეტერანი კალათბურთელები - ასეთია დღევანდელი ამხანაგური შეხვედრის მონაწილეთა არასრული სია.


ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერ მატჩზე დასწრება თავისუფალია. თამაშის ორგანიზატორია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო კალათბურთის ფედერაციასთან ერთად, მხარდამჭერი კი დეველოპერული კომპანია Royal Group.






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016