reportiori.ge - მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვა შესაძლოა 1-ელი მარტიდან აღარ ამოქმედდეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 00:24
საზოგადოება
მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვა შესაძლოა 1-ელი მარტიდან აღარ ამოქმედდეს
ავტორი:
14 იანვარი, 2016. 20:13



 პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ნოდარ ებანოიძის განცხადებით მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვის ვადამ შესაძლოა გადაიწიოს და შესაბამისი კანონი ძალაში 2016 წლის 1-ელი მარტიდან აღარ შევიდეს.


შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განმარტებით კი, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის ამოქმედების ვადები თავად პარლამენტის მიერ მისი განხილვისა და მიღების ვადებზეა დამოუკიდებული. რამდენიმე კანონში დაგეგმილი ცვლილება, რომელიც მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვას, ასევე მართვის მოწმობებზე ქულების დაწესებას, ავტომობილების წლოვანების მიხედვით განბაჟების საფასურების შეცვლას და სხვა სიახლეებს ითვალისწინებს, დღეს დეპუტატებმა სამუშაო რეჟიმში შსს-ს წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს.


პარლამენტის წევრების მხრიდან გამოითქვა შენიშვნები და განსხვავებული მოსაზრებები. არსებული ინფორმაციით, პროექტის საკომიტეტო განხილვების დაწყებამდე ე.წ. მუშა შეხვედრები გაგრძელდება.


შსს-ს საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს განსახილველად დეკემბრის შუა რიცხვებში წარედგინა. პროექტი აღნიშნული სიახლეების ძირითადი ნაწილის 2016 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედებას ითვალისწინებდა, მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვასთან დაკავშირებული ინიციატივის ამოქმედება კი, პროექტის მიხედვით, 2016 წლის 1-ელი მარტიდან არის დაგეგმილი, თუმცა საკითხის პარლამენტში ინიცირებისთანავე ითქვა, რომ პარლამენტი განხილვას არ იჩქარებს. საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობის დაწყება საგაზაფხულო სესიისთვის დაიგეგმა. შესაბამისად, იცვლება ყველა ის თარიღი, რომელიც ინიცირებულ პროექტშია გაწერილი.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016