reportiori.ge - არჩილ გამზარდია: ეს გადაწყვეტილება მაღაროებში დასაქმებულ 3700 ადამიანზე კატასტროფულად აისახება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 23:56
საზოგადოება
არჩილ გამზარდია: ეს გადაწყვეტილება მაღაროებში დასაქმებულ 3700 ადამიანზე კატასტროფულად აისახება!
ავტორი:
14 იანვარი, 2016. 20:38



საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია „ჯორჯიან მანგანეზის" მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის თანახმადაც ჭიათურის მაღაროებში წარმოების პროცესი უნდა შეჩერდეს.


გამზარდია აღნიშნავს, რომ მაღაროების ფუნქციონირების გაუქმება დასაქმებულ 3700 ადამიანზე ძალიან ცუდად აისახება, ამიტომ დროა ხელისუფლებამ და კომპეტენტურმა პირებმა აღნიშნული საკითხი შეისწავლონ.



„კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" ჭიათურის მაღაროებში წარმოების პროცესის გაჩერების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება მაღაროებში დასაქმებულ 3700 ადამიანზე კატასტროფულად აისახება.

 

და სად არის სახელმწიფო ამ დროს? ჩვენი პოლიტიკოსები? პოლიტიკური პარტიები? მმართველი ძალა?

 

ბატონებო, ბევრი თქვენგანი მაღაროში დასაქმებული მუშების მეასედი ფასიც არ ღირს და გაუგონარია თქვენი სიჩუმე ამ დროს.

 

მოგმართავთ როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებას და გთხოვთ, დროულად და არსობრივად გამოხატოთ თქვენი პოზიციები და ინიციატივები ამ ადამიანებთან მიმართებაში. სახელმწიფოს სირცხვილია ისედაც ამ ხალხის სამუშაო პირობები და მათი ანაზღაურება, მაგრამ კიდევ უფრო დიდი სირცხვილია, რომ ისიც სანატრელი უხდება ხალხს."- აცხადებს გამზარდია. 


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016