„კატეგორიულად მოვითხოვ ჩვენი, ანუ მართლმადიდებლური მრევლის შეურაცხყოფელმა და ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლმა მანქურთმა, გოგი გვახარიამ დატოვოს ჩვენს მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი!"- დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე „რადიო თავისუფლების" ჟურნალისტს, კინომცოდნე გოგი გვახარიას საქართველოს პატრიარქის მისამართით გაკეთებული განცხადების გამო უპირისპირდება.
ბრეგაძე აცხადებს, რომ პატრიარქის შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, მისი, როგორც მართლმადიდებელი ადამიანის რელიგიური გრძნობები ილახება და ყველაზე სამწუხარო ამ შემთხვევაში არის ის, რომ მის უფლებებს არავინ იცავს.
„საქართველოს სირცხვილია, რომ ეს არაადამიანი ჩვენი დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებლიდან თავისი ავადმყოფური იდეებით კვებავს მაყურბელს. ასეთი ტიპის მანქურთები არათუ საზოგადოებრივ მაუწყებელში, არამედ არც ერთ ნორმალური საზოგადოებაში ხმას არ უნდა იღებდნენ.
გვახარია გახლავთ სულიერი, რომელიც თავისი არასრულყოფილებისა და სიმახინჯის დასაფარად ცდილობს პატრიარქისა და ეკლესიის შეურაცხყოფით მოიპოვოს პოპულარობა. მართლა ყელში ამოვიდა უკვე ამ სარწმუნოების მტრების, ნეობოლშევიკების და ბნელეთის მოციქულების პარპაში.
ვფიქრობ, დროა, რომ მათ ადგილი იქ მივუჩინოთ იქ, სადაც ეკუთვნით და ეს ადგილი ისტორიის სანაგვეა! "- წერს ბრეგაძე სოციალურ ქსელში.
„რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი, კინოთმცოდნე გოგი გვახარია პატრიარქს აკრიტიკებს და სოციალურ ქსელში წერს:
„რომ ლოცულობს და წირვას ატარებს, ეს ეკლესიისთვის ნორმალურია და არა მგონია ძაან საქილიკო იყოს: მორწმუნე ადამიანისთვის ლოცვა ყველაზე დიდი საქმეა
აი ღმერთი რომ მილიციონერის როლში გამოჰყავს, ხალხს ღმერთით აშინებს, იმის მაგივრად რომ განათლებისკენ, ბუნების შესწავლისკენ მოუწოდოს ახალ მითებს იგონებს ზარებზე.. ეს კი ნამდვილად პრობლემაა. რადგან ეს უკვე არც ქრისტიანობაა. ადამიანების დაშინების სურვილია, რათა მერე უფრო ადვილად ატარო აქეთ იქით. უფრო მეტიც, ნიჭიერ ხალხსაც კი შენი უნიჭო მუსიკა ამღერო ცრემლიანი თვალებით."