reportiori.ge - ლევან კალანდაძე: „გაზპრომთან“ დაკავშირებული შიშები უსაფუძვლოა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 05:42
ეკონომიკა
ლევან კალანდაძე: „გაზპრომთან“ დაკავშირებული შიშები უსაფუძვლოა!
ავტორი:
14 იანვარი, 2016. 22:56



„არანაირი საუბარი ან მცდელობა, აზერბაიჯანული გაზი ან აზერბაიჯანული მხარე ჩანაცვლდეს რუსულით, არ ხდება და ამ მხრივ საზოგადოების გარკვეულ წრეში არსებული შიშები ყოვლად უსაფუძვლო და გადაჭარბებულია", - განაცხადა ექსპერტმა ლევან კალანდაძემ „გაზპრომთან" დაწყებული მოლაპარაკებების შესახებ საუბრისას და საზოგადოებისთვის დეტალები განმარტა.


"საქართველოში გაზის დღიური მოხმარება ზამთრის .. პიკურ თვეებში არის დაახლოებით 11 მილიონი კუბური მეტრი, ზაფხულის .. არაპიკურ თვეებში კი დაახლოებით 4 მილიონი კუბური მეტრი. ჩვენ დეფიციტი გვაქვს დაახლოებით 2-2,5 მილიონი კუბური მეტრი, მაგრამ არა მთელი წლის განმავლობაში, არამედ მხოლოდ ზამთრის სეზონზე. სწორედ ზამთრის პიკურ თვეებში ხდება ამ დანაკლისის დაბალანსება. "სოკარს" შეუძლია საქართველოს მოთხოვნა გაზზე დააკმაყოფილოს ჯამურად წლის განმავლობაში, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს გაზრდილ მოთხოვნას ზამთრის . . პიკურ თვეებში ანუ როცა ზაფხულის თვეებისგან განსხვავებით, გაზის დღიური მოხმარება 4-დან 11 მილიონ კუბურ მეტრამდე იზრდება. აზერბაიჯანულ "სოკარს" შეუძლია საქართველოს მიაწოდოს გაზი, მაგრამ ზამთრის თვეებში მიწოდების მოცულობები და შესაძლებლობები მკვეთრად ლიმიტირებულია", - განაცხადა კალანდაძემ.


"საქართველოს ხელისუფლებისა და აზერბაიჯანული მხარის გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, "სოკარის" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ "სოკარი" შეეცდება გაზარდოს საქართველოსთვის გაზის დღიური მოწოდება 6-დან 7 მილიონ კუბურ მეტრამდე. ბუნებრივია, ეს მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფს გაზის დღეს არსაბული 2,5 მილიონი კუბური მეტრი დეფიციტის დაბალანსებას. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აზერბაიჯანიდან გაზის მოწოდების მასშტაბის გაზრდა "სოკარის" მხრიდან რიგი ტექნიკური გადაწყვეტილების მიღებასთან და დამატებითი ინვესტიციების განხორციელებასთან არის დაკავშირებული, რაც სავარაულოდ, ერთ ან ორ დღეში ვერ განხორციელდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ეს სამუშაოები შემჭიდროებულ ვადებშიც რომ განხორციელდეს, დარჩენილი 1,5 მილიონი კუბური მეტრი სხვა ალტერნატიული წყაროდან, სავარაუდოდ "გაზპრომიდან" უნდა დაბალანსდეს", - აღნიშნა მან.


ეკონომიკური ექსპერტის თქმით, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, დღეს საქართველოში გაზის შემოტანა მხოლოდ ორი წყაროდან - აზერბაიჯანიდან "სოკარის" და რუსეთიდან "გაზპრომის" საშუალებით შეგვიძლია.


"სხვა ტექნიკური საშუალება და ალტერნატივა, უბრალოდ, არ არსებობს. ამიტომ, მნიშვნელოვანია არსებული ორივე წყარო მაქსიმალურად ეფექტიანად და ქვეყნის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით გამოვიყენოთ. ამ მხრივ, ძალიან კარგი და მისასალმებელია, თუ გაზის დეფიციტის დაბალანსებას, ერთობლივად ორივე - აზერბაიჯანული და რუსული წყაროებით განვახორციელებთ. შემდგომ წლებში გაზის დეფიციტის პრობლემის მოხსნის ერთ-ერთი ალტერნატიული გამოსავალის სახით, დღეს უკვე განიხილება საქართველოში 200-250 მილიონი კუბური მეტრი გაზსაცავის მშენებლობის აუცილებლობის საკითხი, რაც ნაწილობრივ მაინც მოხსნის ზამთრის .. პიკურ თვეებში გაზის დეფიციტთან დაკავშირებულ პრობლემას", - განაცხადა ლევან კალანდაძემ.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016