reportiori.ge - ზვიად ტომარაძე: „ნაცმოძრაობის“ მიერ, ნაუცბათევად მიღებული სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ ჰერალდიკოსებმა უნდა იმსჯელონ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 00:23
საზოგადოება
ზვიად ტომარაძე: „ნაცმოძრაობის“ მიერ, ნაუცბათევად მიღებული სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ ჰერალდიკოსებმა უნდა იმსჯელონ!
ავტორი:
14 იანვარი, 2016. 23:32



საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე საქართველოს ეოვნული სიმბოლოების, გერბის, ჰიმნისა და სახელმწიფო დროშის შესახებ წერს. ტომარაძის განცხადებით ეროვნულ სიმბოლოებში არსებობს დეტალები, რომელიც აუცილებელია ჰერალდიკოსებისგან შემდგარმა კომისიამ შეისწავლოს, რადგან „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პირობებში მიღებული გადაწყვეტილებები ხშირ შემთხვევაში ნაუცბათევი და ზედაპირული იყო. სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნი კი ამის ნათელი მაგალითია.


„სახელმწიფო გერბზე წმინდა გიორგი (უკუღმა) მარცხნივ არის შეტრიალებული და ურჩხულიც მარცხნივ არის გამოსახული, რომელსაც წმ. გიორგი მარჯვენა ხელით (უცნაურად) განგმირავს. ჰერალდიკოსების აზრით, სიმბოლოს, რომელიც სიკეთეს გამოსახავს, თუ საპირისპირო მხარეს შეატრიალებ, უკვე ბოროტების მნიშვნელობას იძენს...

 

ხუთჯვრიანი დროშა ვიზუალურად მომწონს, მაგრამ ძველი ქართული არ არის, ეს ჯვაროსნების დროშაა. ძველ ქართულ დროშას, ჯვრის სწორი ფორმები აქვს და წითელი ფერის მაგივრად - შინდისფერია.

 

ჰიმნის მელოდია მომწონს და ტექსტიც ადვილად სამღერია, მაგრამ აქაც ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. კერძოდ, რას ნიშნავს "ცისკრის ვარსკვლავი ამოდის?", როგორც ცნობილია ცისკრის ვარსკვლავი ლუციფერის და ვენერას სიმბოლოა.

 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აუცილებელია შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელშიც ჰერალდიკოსები იქნებიან წარმოდგენილი და ნაცმოძრაობის მიერ ნაუცბათევად მიღებული სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ იმსჯელებენ."- აღნიშნავს ტომარაძე. 


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016