გადაცემაში „პრიორიტეტი" ბუტა რობაქიძის მამის, სოსო რობაქიძესა და საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი ზურაბ მიქაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
სოსო რობაქიძის განცხადებით გურამ დონაძე და ზურაბ მიქაძე, რომელსაც ის „ჭანჭიკებს" ეძახის, თანამდებობას ვერასდროს მიიღებდნენ, რომ არა მიხეილ სააკაშვილისნაირი ადამიანი ხელისუფლების სათავეში.
„სიმართლე თუ გინდა გითხრათ კაცად მას ქალაქში უკვე აღარავინ აღიქვამს. მიქაძე არის იმ ხალხის ამრჯვენა ხელი, ვინც ხალხს კლავდა და აწამებდა. ესენი არიან სიკვდილის ბრიგადების ერთ-ერთი ავტორები. დონაძეც, მიქაძეც და ა.შ. ესენი ვერასდროს თანამდებობას ვერ მოესწრებოდენ მიშასნაირი კაცი რომ არ მოსულიყო ქვეყნის სათავეში. ზუსტად ასეთი გარეწრები სჭირდებოდა იმ ხელისუფლებას, ამ ადამიანებს მე „ჭანჭიკებს" ვეძახი და იმასაც ვამბობ, რომ ეგენი ემსახურებოდნენ რეჟიმს, როგორც ფაშისტების დროს ვიღაცეები ემსახურებოდნენ ფაშისტებს."- განაცხადა სოსო რობაქიძემ.