reportiori.ge - მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების შემოყვანის შეზღუდვასთან დაკავშირებით პრემიერი განმარტებას აკეთებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 23:10
საზოგადოება
მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების შემოყვანის შეზღუდვასთან დაკავშირებით პრემიერი განმარტებას აკეთებს
ავტორი:
15 იანვარი, 2016. 10:25

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების ახალი პარტიების შემოტანისა და რეგისტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში უკვე არსებული მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების მფლობელობას, ან გადაფორმებას, არანაირი საფრთხე არ ემუქრება.


გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანების საკუთრებას არავინ ეხება.

 

„მათ, ვისაც ჰყავთ შეძენილი მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები, შეუძლიათ, რამდენჯერაც ნებავთ, გაასხვისონ, ან გადააფორმონ. საუბარი იყო ახალი პარტიების შემოტანის ვადაში შეზღუდვაზე. დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ მთავრობის, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილის ნებას გამოვხატავ, როდესაც ვამბობ, რომ ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი და ამ საკითხში ნაბიჯი უკან არ იქნება. ეს, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება თბილისის მცხოვრებთა ინტერესებს, რადგან თბილისში არის საშინელი მდგომარეობა, მოძრაობა გადატვირთულია და თუ ასე გაგრძელდა, სულ უფრო უარესი ვითარება გვექნება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ არსებული სიტუაციის უკონტროლოდ გაგრძელება უსაფრთხოების კუთხითაც მიზანშეუწონელია და შინაგან საქმეთა მინისტრს შესაბამისი სტატისტიკის წარმოდგენის თხოვნით მიმართა.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016