reportiori.ge - ირაკლი შონია: ამ დანაშაულის გამოძიება პროკურატურის პრეროგატივაა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 00:39
საზოგადოება
ირაკლი შონია: ამ დანაშაულის გამოძიება პროკურატურის პრეროგატივაა...
ავტორი:
15 იანვარი, 2016. 11:12


გთავაზობთ ჟურნალისტ ირაკლი შონიას facebook-პოსტს:


„რამდენიმე დღის წინ, ჩემს მიერ ძმები ესებუების გამოქვეყნებული ფოტო და მიმართვა მარგველაშვილისადმი ყურადღბის ცენტრში მოექცა, ეს მოსალოდნელიც იყო. მწერდნენ რომ იქნებ გოჩა ესებუას მკვლელობაზე მოხდეს რაიმე ინფორმაციის გამოქვეყნება. საერთოდ, ეს დანაშაული პროკურატურის პრეროგატივაა, ამ დღეებში საინტერესო ინფორმაციები მომაწოდეს და შევაგროვე. გოჩა იმ ადამიანებს რიცხვს ეკუთვნის, რომელსაც შეეძლო დაეძახა: შეენც ბრუტუს? ჯიხაშკარის მოვლენების შემდგომ, როდესაც  გაეროს ოთხი დამკვირვებელი გათავისუფლდა, შევარდნაძის სადამსჯელო სამსახურებმა გაცხოველებული ნადირობა გამოაცხადეს ესებუაზე. სოფელ ცაისში, თორდიას საიმედო ოჯახში მიიყვანეს ერთგულმა ადამიანებმა გოჩა. ამ ოჯახში მიბრძნდა ეროვნული გვარდიის მეთექვსმეტე ბატალიონის წარმომადგენელი გურამ კუდავა, როგორც ნდობით აღჭურვილი პირი. სწორედ მან გადაიყვანა გოჩა ესებუა სოფელ ონარიაში, ნაკაშიძეების ოჯახში. სამეგრელოდან მოპოვებული ინფორმაციით და მოწმეების ნაამბობით, გოჩამ კუდავა 30 მარტს (1998 წ) გაუშვა დავალებით. იმავე დღეს ეს ვაჟბატონი გამოცხადდა შევარდნაძის უშიშროების თანამშრომლებთან და გოჩას ადგილსამყოფელი აუწყა, შემდეგ კი კვლავ დაბრუნდა ონარიაში... მეორე დღეს 31 მარტს (ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეზე), შევარდნაძის ხუნტის მიერ დაიგეგმა ესებუას ლიკვიდაციის გეგმა. როდესაც გოჩას ნაკაშიძეების ოჯახის ეზოში სნაიპერის ტყვიით მოუსწრაფეს სიცოცხლე, კუდავა მოპირდაპირე სახლის აივნიდან იყურებოდა... ამის შემდგომ ვინ გადამარწმუნებს რომ თავად საქართველოს პრეზიდენტიც შიდა გამყიდველების წყალობით არ მოხდა განგმირული...

ამ ამბების შემდეგ წლები გავიდა, გურამ კუდავა სამი წლის წინ გარდაიცვალა ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაცხვში, მძიმე ავადმყოფობით. (მას ხერხემალი დაეშალა). უნებლიედ გამახსენდა გუჯუჯი ებრალიძე, რომელიც ასევე შემჩნეული იყო პრეზიდენტის ღალატში, სიკვდილის წინ სამი ექვსიანი გამოესახა მკლავზე...

ერთსაც დავძენ, მართალია კუდავა გარდაიცვალა, მაგრამ სხვა მოღალატეები და იუდები კვლავ ცოცხლები არიან, მაგრამ არ არს დაფარული, რომელიც არა გაცხადდების!!!", - წერს ირაკლი შონია. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016