reportiori.ge - ქუჩაში მყოფი და მომუშავე ბავშვების უფლებებს სახელმწიფო დაიცავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 00:08
საზოგადოება
ქუჩაში მყოფი და მომუშავე ბავშვების უფლებებს სახელმწიფო დაიცავს
ავტორი:
15 იანვარი, 2016. 11:38


ქუჩაში მყოფი და მომუშავე ბავშვების უფლებებს სახელმწიფო დაიცავს. შესაბამისი კანონპროექტი იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და ის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა.


იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით,კანონპროექტით შემოდის ცნება „მიუსაფარი ბავშვი", აღნიშნულ სტატუსზე კი მთელი რიგი საჯარო სერვისები იქნება მიბმული.


ჩვენი ყველას - სახელმწიფოს და საზოგადოების ტკივილია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები. ყველა ბავშვს აქვს განვითარების უფლება, ამიტომაც პარტნიორ ორგანიზაციებსა და კოლეგა სამინისტროებთან ერთად შევიმუშავეთ ცვლილებების პაკეტი, რომელიც მთავრობამ დღეს ერთხმად დაამტკიცა და რომელიც ემსახურება ქუჩაში მყოფი და მომუშავე ბავშვების უკეთესად დაცვას. პირველი ცვლილების მიხედვით საქართველოს კანონში შემოვა ახალი ცნება - მიუსაფარი ბავშვი", ამ სტატუსზე კი მიბმული იქნება მთელი რიგი საჯარო სერვისებისა. მაგალითად, დღეს თქვენ იცით, რომ ამგვარი ბავშვები ვერ იღებენ საბუთებს, ვერ ხდება მათი იდენტიფიკაცია თუ საიდან მოდიან, ვინ არიან, რომელი ქვეყნიდან შემოვიდნენ და არიან თუ არა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და აქ დაბადებულნი, იმიტომ რომ მათ იდენტიფიცკაციაზე პასუხისმგებელი სრულწლოვანი პირები ჩვენ არ მოგვმართავენ და რეალურად ეს ბავშვები რჩებიან იდენტიფიკაციის პროცესის მიღმა. ამ რეფორმის შედეგად ჩვენ მივცემთ მზრუნველობის ორგანოებს ანუ სახელმწიფოს იუსტიციის სამინისტროსადმი მომართვის უფლებას და ეს საკითხი აღარ იქნება მშობელზე ან სხვა კანონიერ წარმომადგენელზე დამოკიდებული.

 

სოციალურ მუშაკს ამ რეფორმით მიეცემა საშუალება უგულვებელყოფის ან ძალადობის შემთხვევაში უკიდურესი ზომის სახით დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის აგრესორისგან განცხალკევების შესახებ, რომლის გასაჩივრებაც, რა თქმა უნდა,შესაძლებელი იქნება სასამართლოს ორი ინსტანციის წინაშე, მაგრამ ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევა მყისიერად და განცალკევება მოხდება მაშინვე. ჩვენ გვინდა, რომ სოციალური სამუშაო განვითარდეს საქართველოში და ის უკეთესად მოემსახუროს ქუჩაში მყოფი ბავშვის უფლებებს, რომელთა საბოლოო მომავალი, რა თქმა უნდაა, არ უნდა იყოს ქუჩასთან დაკავშირებული", - განაცხადა თეა წულუკიანმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016