reportiori.ge - თეა წულუკიანი: ძალიან მნიშვნელოვანია მესაკუთრეებს დავეხმაროთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 00:13
საზოგადოება
თეა წულუკიანი: ძალიან მნიშვნელოვანია მესაკუთრეებს დავეხმაროთ
ავტორი:
15 იანვარი, 2016. 12:08


იუსტიციის სამინისტრო პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, კერძო მესაკუთრეებისთვის მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით წამახალისებელი ნორმების შემოღებას გეგმავს.



იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიწის რეგისტრაციის თემა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.



იუსტიციის სამინისტრო პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით გეგმავს, რომ სულ მალე წარმოადგინოს წამახალისებელი ნორმები ყველა კერძო მესაკუთრისთვის, რომელსაც შეიძლება საბუთები არ ჰქონდეს წესრიგში და რომელიც შეიძლება ჩვენთან, ყოფილი ტექბიუროს არქივებში, ან სხვაგან ინახებოდეს. ჩვენ გვინდა დავეხმაროთ ყველა კერძო მესაკუთრეს შეადგინოს თავისი დოსიე და მარტივად დაირეგისტრიროს საკუთრება.

რაც მეტ მიწას დაირეგისტრირებენ მესაკუთრეები და რაც მალე გააკეთებენ ამას, ეს სახელმწიფოსთვის მეტად მნიშვნელოვანი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია მესაკუთრეებს დავეხმაროთ, რომ საბუთები მოიძიონ, რადგან, როგორც იცით, მიწის რეფორმა საქართველოში 90-იანი წლებიდან ძალიან რთულად ჩატარდა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016