reportiori.ge - საქართველოში მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგის სისტემები დაინერგება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 00:16
საზოგადოება
საქართველოში მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგის სისტემები დაინერგება
ავტორი:
15 იანვარი, 2016. 12:40


პარკირების მწვავე პრობლემის მოსაგვარებლად სპეციალისტები საქართველოში  თანამედროვე სისტემების შემოღებაზე მუშაობენ. საუბარია როგორც მიწისზედა, ისე მიწისქვეშა და ლიფტისებურ, მრავალსართულიან პარკინგ სისტემებზე, რომლის პრეზენტაციაც  „ივერია მოტორსის" წარმომადგენლებმა პორტალ „კვირას" პრესკლუბში გამართეს.


როგორც კომპანიის წარმომადგენელმა თეიმურაზ შარვაშიძემ  აღნიშნა,  სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე,  შერჩეულია, რა ტიპის პარკინგ-სისტემები იქნება საქართველოთვის გამოსადეგი: „ესენია, პაზლის ტიპის ორ და მრავალსართულიანი სისტემა; კოშკურა  მრავალსართულიანი ლიფტისებური  სისტემა და კარუსელის როტაციული სისტემა. აღნიშნული სისტემები  მეტალის კონსტრუქციისგან შედგება, რომელიც ადვილად მონტაჟდება საჭირო ადგილებზე, არ მოითხოვს დიდ კაპიტალ-დაბანდებებს, ხელსაყრელია მისი ადვილად მართვა  და, ასევე,  შესაძლებელია საჭიროებისას მისი დემონტაჟი და სხვა ადგილას გადატანა. მეტალის კონსტრუქციის დამონტაჟება  შესაძლებელია ისეთ დასახლებულ ადგილებზე, სადაც გაძნელებულია ახალი მშენებლობები.


კომპანიის წარმომადგენლებმა თითოეული სისტემის უპირატესობებზეც ისაუბრეს:  


როტაციული ტიპის პარკინგის სისტემა კარუსელის ტიპის კონსტუქციას წარმოადგენს, რომელიც მოძრაობს ვერტიკალურ-წრიულად. გამოირჩევა მართვის სიმარტივითა და სისწრაფით და თითოეული სისტემა მხოლოდ 3 ავტომობილის ადგილს იკავებს.  ვერტიკალურად კი შეიძლება 12-13 ავტომობილის სადგომის განთავსება. რაც შეეხება კოშკურა-მრავალსართულიანი ლიფტისებურ  პარკინგ-სისტემას, ის წარმოადგენს ლიფტის სტილს,  რომელიც მაღლა სწევს მანქანას გამიზნულ სართულამდე, ხოლო  სასრიალო მექანიზმს კი მანქანა პარკინგის ადგილამდე გადაყავს. ლიფტის მოწყობილობა დაეშვება ქვედა სართულამდე, სამანქანო პლატფორმა თავისი მოწყობის წესის მიხედვით რწმუნდება, რომ მანქანის სამართავი მექანიზმი უკვე გარეთაა და მძღოლს შეუძლია წაიყვანოს მანქანა".


რაც შეეხება პარკირების ფასიან სისტემებს, კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, შესაძლებელია, აღნიშნული კომერციულად მიმზიდველ ადგილას განთავსდეს, სადაც ავტომობილების ხშირი მოძრაობაა, როგორიცაა ჰოსპიტალის, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სახელმწიფო დაწესებულებების ტერიტორიები. ამ შემთხვევაში თითოეული ავტომობილის ადგილი შეიძლება საათში 3 ლარად გაქირავდეს.


მაგალითისთვის, 25 ადგილიანი პაზლის ტიპის სადგომის შემთხვევაში, გაანგარიშება შემდეგნაირად გამოიყურება: მანქანების რაოდენობა 25 ერთეული,  დგომის ღირებულება საათში 3 ლარი, სამუშაო საათების რაოდენობა 10 საათი, დღიური დატვირთვის კოეფიციენტი  80 %.  შემოსავალი კი ერთ თვეში (26 დღეზე) 15,600 ლარს შეადგენს. შემოსავალი 1 წელიწადში  187,200 ლაია (78,000 აშშ დოლარი). პარკირების სისტემის ღირებულება კი 175,000 აშშ დოლარია", - აღნიშნა თეიმურაზ შარვაშიძემ.


კომპანიას მოლაპარაკებები დაწყებული აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და როგორც წარმოამდგენლებმა აღნიშნეს, მათი მხარდაჭერა უკვე არსებობს, რაც ისტორიული საქმეა. რაც შეეხება თანამშრომლობას თბილისის მერიასა და მთავრობასთან, იგეგმება შეხვედრა და პროექტის დეტალური განხილვა.  


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016