reportiori.ge - სემეკმა მოქალაქეებს 154 000 ლარი ჩამოაწერა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 23:52
საზოგადოება
სემეკმა მოქალაქეებს 154 000 ლარი ჩამოაწერა
ავტორი:
15 იანვარი, 2016. 13:00


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2016 წლის პირველი საჯარო სხდომა გამართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული 55 საკითხი განიხილა.



საკითხების უმეტესობა მოქალაქეებსა და ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების გამანაწილებელ კომპანიებს შორის არსებულ დავებს შეეხებოდა.



მოქალაქეთა საჩივრები მოიცავდა ხანდაზმულ დავალიანებებს, უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, მრიცხველის საფასურს, კომპანიის დადგენილებებს აბონენტთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე. საჩივრების უმეტესობა შპს ყაზტრანსგაზ თბილისის" მიმართ დაფიქსირდა. მთლიანობაში ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 154 000 ლარი შეადგინა.

 

კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 242 01 80, ასევე Facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც", - ნათქვამია სემეკის განცხადებაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016