reportiori.ge - სანდრო ბრეგაძე: თუ ბრძოლაა, ბრძოლა იყოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 23:46
საზოგადოება
სანდრო ბრეგაძე: თუ ბრძოლაა, ბრძოლა იყოს!
ავტორი:
15 იანვარი, 2016. 14:38


„ამ ეკლესიის მტრებს, ჰგონიათ, რომ თანამდებობის შენარჩუნების გამო გავჩერდები. გავჩერდები კი არა, ბოლომდე ჩავყვები და ვამხელ ქვეყნის ყველა მტერს. ვინც დაგიშინებიათ ისინი დააშინეთ! ბრძოლა თქვენნაირების წინააღმდეგ ახლა იწყება!", - ასე ეხმაურება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე სამოქალაქო პლატფორმაში - „არა ფობიას!" შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მისი გადაყენების მოთხოვნით გაკეთებულ განცხადებას:


„როგორ ჩანს, ეკლესიის, მართლმადიდებლობისა და პატრიარქის მტრები ერთად შეიკრიბნენ და ჩემს წინააღმდეგ საგანგებო ღონისძიებები დაგეგმეს. რით ვერ გაიგეს, ამ ცოდვის შვილებმა, რომ თანამდებობა ჩემთვის ერთი თეთრიც არ ღირს და ბედნიერი ვიქნები, თუ ჩვენი ეკლესიის დასაცავად რაიმე მსხვერპლის გაღება მომიწევს!

 

ბევრი ჩემი "კეთილისმსურველი" დღეს დილიდან მირჩევს, რომ გავჩერდე და თავი დავუხარო გვახარიებს, ბოკერიებს, ნინია კაკაბაძეებს და სხვა მანქურთებს. მინდა კარგად გაიგოთ - სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის სულიერო შვილებო - გავჩერდები კი არა, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ სარწმუნოების, ეკლესიის და პატრიარქის მტრების წინააღმდეგ. სულ მარტო რომ დავრჩე ქვეყნიერებაზე, მაინც არ გავჩერდები და მაინც დაგამარცხებთ თქვენ! რადგან სწორედ თქვენნაირმა სისხლიანმა კომკავშირლებმა დააქციეთ ჩემი ქვეყანა 70 წლის განმავლობაში.

 

ათეისტ-ბოლშევიკების რევანში არ გაგივათ, ვერ დაგვაჩოქებთ და თქვენნაირ უზნეო მანქურთებს ქედს არ მოვუხრით. ახლა შეგიძლიათ მთელს გალაქტიკას მიმართოთ! თქვენი შავი ფული უფრო დიდი რაოდენობით მისცეთ სულგაყიდულ ადამიანებს, ჩემი თანამდებობიდან გადაყენება კი არა, კოცონზე დაწვა მოითხოვოთ, სულ არ მაინტერესებს. ვერ დაგვაშინებთ, თუ ბრძოლაა ბრძოლა იყოს! ჩვენი მფარველი ამ ბრძოლაში წმინდა გიორგი იქნება, ხოლო თქვენი მფარველი სერგოს და ფილიპეს ბინძური სულები. თქვენ ვერას დააკლებთ ვერც პატრიარქს და ვერც ეკლესიას, ამიტომ წინასწარ მეცოდებით!

 

p.s. ისე, მართლაც ცუდი შთაბეჭდილება გქონიათ ჩემზე, თუ ფირქობთ, რომ თანამდებობის გამო გავჩერდები, წყალსაც წაუღია ყველა თანამდებობა!", - აცხადებს სანდრო ბრეგაძე „რეპორტიორთან" საუბარში.



სამოქალაქო პლატფორმაში - „არა ფობიას!" შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს განცხადებით მიმართავენ თანამდებობიდან გადააყენოს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე:


"მოგმართავთ დიასპორის საკითხებში სახელწიფო მინისტრის მოადგილის სანდრო ბრეგაძის მორიგ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ცალკეული მოქალაქეების მიმართ სიძულვილს და შეუწყნარებლობას აღვივებს.


"ამ არარაობების წკმუტუნი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ვერაფერს დააკლებს, თუმცა ფაქტია, რომ რატი ამაღლობელის, ნინია კაკაბაძის, გიგი თევზაძისა და მათნაირების უზნეობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბეს. ესენი არიან პარაზიტები, რომლებიც ეროვნულობისა და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოყოფილი "30 ვერცხლით" იკვებებიან.


გიგი თევზაძის, რატი ამაღლობელის, ნინია კაკაბაძის და მათნაირი ათეისტი ექსპერტების ადგილი ჯერ ფსიქიატრიულ კლინიკაშია, შემდეგ კი ისტორიის სანაგვეზე - სერგო ორჯონიკიძის, ფილიპე მახარაძის და საქართველოს სხვა მოღალატეების გვერდით!" ("ასავალ-დასავალი", 11-17 იანვარი, 2016)


მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებმა და ყველა იმ უწყების წარმომადგენელმა, ვისი საჯარო შეფასებებიც საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, თავი უნდა შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისგან, რომლებიც ხელს შეუწყობს შეუწყნარებლობის წახალისებას განსხვავებული მოსაზრებების გამოთქმის გამო. გასათვალისწინებელია, რომ სიძულვილის ენის ტირაჟირება ზიანის ალბათობას კიდევ უფრო ზრდის,  როდესაც ავტორი მაღალი თანამდებობის პირია.

 

მიგვაჩნია, რომ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ერთი მხრივ, ის ფაქტი, რომ მაღალი პოლტიკური თანამდებობის პირი, რომელიც სახელმწიფოს სახელით საუბრობს, სისტემატურად აღვივებს სიძულვილს და შეუწყნარებლობას  მისთვის მიუღებელი მოსაზრებების გამო, მეორე მხრივ, ის, რომ ხელისუფლება რეაგირების გარეშე ტოვებს ამგვარ გამოხატვას, რაც ბოლო დროს გახშირებულ ძალადობრივ ქმედებებზე აისახება.

 

ვინაიდან სანდრო ბრეგაძის მიერ სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტები კვლავაც მეორდება, მოგმართავთ, იმსჯელოთ თანამდებობაზე სანდრო ბრეგაძის დატოვების მიზანშეწონილობის საკითხზე, ვინაიდან მთავრობის მხრიდან ბრეგაძის საჯარო განცხადებების უგულებელყოფა მათ შეწყნარებად შეიძლება იქნას განმარტებული და იგი ექცევა მთავრობის პასუხისმგებლობის სფეროში", - აღნიშნულია მიმართვაში.


მიმართვას ხელს აწერენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI; მედიის განვითარების ფონდი MDF; ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI; იდენტობა; საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS; კონსტიტუციის 42-ე მუხლი. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016