ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ისეთი პროცედურები, რომელიც დაკავშირებულია გარკვეულ მცირე ინვაზიებთან, მაგალითად, სილამაზის, ტატუსა და პირსინგის სალონები არანაირი სახის რეგულეციას არ ექვემდებარებოდა.
მისი თქმით, წელს სილამაზისა და ტატუს სალონებს დარეგისტრირების შესახებ შეტყობინების გაკეთების ვალდებულება გაუჩნდებათ.
„უფრო მეტიც, მათ არ ჰქონდათ ვალდებულება, რომ თუნდაც შეტყობინება გაეკეთებინათ, თუ სადმე გაიხსნებოდა. შარშან ჩვენ ჰეპატიტის პროექტმა საშუალება მოგვცა, რომ ინფექციების კონტროლზე მუშაობა გაგვეძლიერებინა. შარშან ჩავატარეთ მონიტორინგი, 500-მდე დაწესებულება ვნახეთ, სადაც არანაირი სახით ინფექციებზე კონტროლის მარტივი წესები არ იყო დაცული.
ჯანდაცვის სამინისტრო სადამსჯელო ღონისძიებების გატარებას არ გეგმავს, არამედ შარშანვე სალონებს შესაბამისი რეკომენდაციები მიეცათ.
წელს მათ გაუჩნდებათ ვალდებულება, რომ შეტყობინება გააკეთონ და დარეგისტრირდნენ, ეს მარტივი და უფასო პროცედურაა, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ ვიცოდეთ მათი არსებობის შესახებ და ადგილზე მონიტორინგით ვასწავლოთ, როგორ გააკეთონ სწორად ეს, რომ დაიცვან ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.