reportiori.ge - გელა დუმბაძე: ლევილის მამულთან დაკავშირებით სერიოზული პროგრესია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 00:27
საზოგადოება
გელა დუმბაძე: ლევილის მამულთან დაკავშირებით სერიოზული პროგრესია
ავტორი:
15 იანვარი, 2016. 16:00


დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, რომ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად ლევილის მამულთან დაკავშირებით, 19 იანვარს საფრანგეთში გაემგზავრებიან.


დუმბაძის განცხადებით, ლევილის მამულთან დაკავშირებით სერიოზული პროგრესი არის.



მივემგზავრებით საფრანაგეთში, სადაც შევხვდებით ფრანგულ მხარეს. ვერსალის არქიტექტორი, რომელმაც გააკეთა ლევილის წინასწარი შეფასებითი-დიაგნოსტიკური სამუშაოები, წარმოადგენს ანგარიშს. ეს ანგარიში უნდა გაკეთებულიყო ერთი თვის წინ, მაგრამ მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების გამო გადაიდო ერთი თვით.

ვერსალის არქიტექტორის ხელმძღვანელობით ჯგუფმა ჩაატარა ფუნდამენტალური სამუშაო, გაკეთდა შენობის და ნიადაგის ქიმიური ანალიზი და ასევე წარმოდგენილია მაღალი ხარისხის დოკუმენტაცია.

ეს ნაბიჯი აუცილებელი იყო იმისთვის, რომ წინ წავიდეს ლევილის მამულის გადმოცემის პროცესი, ეს ფრანგული მხარის კანონმდებლობის მოთხოვნაა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს მიერ შემდგომშიც გაგრძელდება მუშაობა იმისთვის, რათა გარკვეულ, მცირე პერიოდშივე განხორციელდეს უკვე ლევილის მამულის გადმოცემა. წლებია გრძელდება ეს პროცესი და ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მხრივ გადაგვედგა ყველა მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად ნაბიჯები", - განაცხადა გელა დუმბაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016