რეჟისორი გოგა ხაინდრავა ფილმზე "9+1", რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდს უკავშირდება, გადაცემაში 20/30 საუბრობს. როგორც ხაინდრავა ამბობს, ფილმისთვის მხოლოდ ის საქმეები შეარჩიეს, რომელიც სახელმწიფოს მიერ ჩადენილ სისტემურ დანაშაულზე იყო დაფუძნებული:
"გახმაურებული საქმეების სამზარეულო მაყურებელმა ნაკლებად იცის. მაგალითად, თეთრაძის საქმე მთლიანადაა მოცემული. არის გირგვლიანის საქმე, რომელიც იმდროინდელი ხელისუფლებისთვის განაჩენი იყო. იქნება ისეთი საქმეებიც, რომლის შესახებაც ცოტა რამ გვსმენია. ფილმში აღვადგინეთ გლდანის ციხე, რომელიც მოსახლეობის ყველაზე დიდი განსაცდელი იყო. ჩვენი მამები და პაპები ციმბირის ბანაკებშიც იყვნენ, მაგრამ ის უბედურება, რაც გლდანის ციხეში ხდებოდა, თანამედროვე მსოფლიოს არ ახსოვს და ვერც წარმოუდგენია", - აღნიშნა ხაინდრავამ.