reportiori.ge - ნასვამ მოთხილამურეს, შესაძლოა, სრიალის უფლება აეკრძალოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:16
საზოგადოება
ნასვამ მოთხილამურეს, შესაძლოა, სრიალის უფლება აეკრძალოს
ავტორი:
15 იანვარი, 2016. 18:15


მთავრობა სამთო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით სამთო კურორტებზე სამართალდამცავები პატრულირებას განახორციელებენ.


"შს მინისტრმა გამოსცა ბრძანება და უკვე ამ შაბათ-კვირას პატრული დაგხვდებათ აბსოლუტურად ყველა სამთო კურორტზე", - განმარტა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


მისივე თქმით, კანონპროექტში შედის სხვადასხვა სახის ცვლილება, მათ შორის განისაზღვრება, თუ რა არის სასრიალო ტრასა, ვინ არის მოსრიალე ადამიანი და ა.შ.

 

"იმისათვის, რომ შემდგომ მათზე მოხდეს ზემოქმედება, უნდა განისაზღვროს ყველაფერი. კანონპროექტში ძალიან მკაფიოდაა ჩაწერილი, თუ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არის ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, ასევე არის კონკრეტული აკრძალვები, რომ თოვლმავლით არ შეიძლება შესვლა იქ, სადაც ადამიანები სრიალებენ. იგივე უნდა მოქმედებდეს სნოუბორდთან მიმართებაში, რათა ყველა ის რისკი, რომელიც არსებობს, მეტწილად იყოს გაწერილი. ჩვენ კანონპროექტი მთავრობის სხდომაზე უკვე გავიტანეთ, თუმცა აღმოჩნდა, რომ რეგულაციები კიდევ უფრო უნდა გავამკაცროთ. ძირითადი ტენდენცია იქნება ის, რომ ნასვამმა ადამიანმა არ ისრიალოს ტრასაზე. რაც შეეხება ფხიზელ ადამიანს, ასევე განსაზვრულია კონკრეტული ცნება, რომ თუკი მოსრიალე თავისი ქცევით საფრთხეს უმქნის თავის თავს ან გარშემომყოფებს, მასთან მიდის პატრული და შემდგომ მოხდება რეაგირება. პირველად იქნება გაფრთხილება, ხოლო შემდეგ უკვე სხვა ქმედებები გატარდება. პატრულირება უკვე განხორციელდება შაბათიდან", - განაცხადა ქუმსიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016