ბრიუსელში "ძლიერი ქალი -ძლიერი სახელმწიფოს თავმჯდომარე ლალი მოროშკინა სენატორ ინგრიტ ლიტენს შეხვდა. საუბარი შეეხო 2016 წლის არჩევნებს საქართველოში და ქალთა კვოტირების თემას:
„ბელგიამ საკმაოდ გრძელი და რთული გზა გაიარა იმისათვის, რომ პარლამენტში ქალთა რაოდენობა გაზრდილიყო. 15 წლის წინ ჩვენ მივაღწიეთ ცვლილებებს საარჩევნო სისტემაში, სადაც პარტიულ სიაში ქალი და მამაკაცი ერთმანეთის მონაცვლეობით უნდა ფიგურირებდნენ. აუცილებელია, რომ საქართველოში ქალბატონები სიის დასაწყისში იყვნენ და არა ბოლოში, რადგან მათი საპარლამენტო აქტიურობა გარანტირებული იყოს. თქვენ ევროკავშირისკენ მიისწრაფით, ზაფხულში უვიზო რეჟიმს ელოდებით, შესაბამისად ევროპული ფასეულობა ნებისმიერი ქართველისთვის მისაღები უნდა იყოს.
პოლიტიკოსი მამაკაცები, პარტიის ლიდერები თავად უნდა იყვნენ დაინტერესებული ქალთა გააქტიურებით პოლიტიკაში, რადგან ქალი ყოველთვის მშვიდობის, საღი აზრის და ჰარმონიის გარანტია
ქალის როლი და კულტი თქვენთვის, როგორც თამარ მეფის ქვეყნისთვის ორგანული და მისაღებია, მე კი ჩემის მხრივ ქალთა ორგანიზაცია "ძლიერი ქალი-ძლიერი სახელმწიფოს" ნათლია ვიქნები!", - განაცხადა ინგრიტ ლიტენმა.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ინგრიტს, რომ მან მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა შეძლო ჩვენთან შეხვედრა. მისი "ნათლიდედობა" მწვანე შუქია დიდ ევროპულ ოჯახში დასამკვიდრებლად, რაც გულისხმობს ევროპული ფასეულობების დაცვას. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ქალთა უფლებების დასაცავად და ასევე პარლამენტში ქალთა კონტინგენტის ღირსეულად წარმოსადგენად.
ჩვენ ვისაუბრეთ ქალბატონ ინგრიტთან სამომავლო გეგმებზე და ვფიქრობთ სულ მალე ყველას სასიამოვნო სიურპრიზს შევთავაზებთ. ახლა კი იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენს პოლიტიკურ აქტიურობას სრული მხარდაჭერა აქვს ევროპელი ქალი პოლიტიკოსების მხრიდან", - განაცხადა მოროშკინამ „რეპორტიორთან" საუბრისას.