ჟურნალისტი ირაკლი შონია დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაცვის წევრების ზაზა ბურჯანაძისა და გოჩა კეკენაძის შესახებ წერს.
შონიას განცხადებით ბურჯანაძისა და კეკენაძის პასუხისმგებლობის საკითხზე საუბარი აბუსრდულია, რადგან ისინი თავის მოვალეობას პასუხისმგბელობით ეკიდებოდნენ. ირაკლი შონია ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებამდე, პრეზიდენტის განვლილ მარშრუტს აღწერს, რომელსაც დაცვის წევრები თან ახლდნენ.
„ძველი ფოტოებიდან ბევრი ვეძებე სადაც ზაზა ბურჯანაძე და გოჩა კეკენაძე ერთად ყოფილიყვნენ გადაღებული და აი, ვიპოვე კიდეც- 1993 წ ხობი. პრეზიდენტის წინ ორივე გვერდიგვერდ დგანან... სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში წავიკითხე აბსურდული განცხადება ლეილა ცომაიასი, სადაც გოჩას და ზაზას პასუხისმგებლობის საკითხზე წერდა, რასაც კატეგორიულად ვგმობ და ვემიჯნები! ამ ყოვლად არაფრსმთქმელ განცხადებაზე არ ღირს ყურადღების გამახვილება, უბრალოდ საზოგადოებას ვინაიდან აინტერესებს პრეზიდენტის დაცვის, კონკრეტულად კი ამ პიროვნებების შესახებ მინდა დაწვრილებით მოგახსენოთ!
ეს ადამიანები პრეზიდენტის დევნილობის პერიოდში გვერდიდან არ მოსცილებიან პრეზიდენტს სამეგრელოს მთასა თუ ბარში. ისინი პრეზიდენტთან ერთად მივიდნენ 1993წ. 22 დეკემბერს ჯიხაშკარში ჯონსონ კვარაცხელიას სახლში, სადაც 28 დეკემბრამდე იმყოფებოდნენ. მათი გადმოცემით, ბოლო დღეებში სწორედ აქ გახლდათ შეუძლოთ დევნილი პრეზიდენტი... 28 დეკემბერს, მათთან სახლში გამოცხადდნენ ძმები ჩუხუები, მათი ინფორმაციით, ვინც მოიყვანა ისინი ჯონსონთან (იგულისხმება ვახტანგ ზარანდია) ხუნტამ დააპატიმრა და შესაძლებელია მისგან გაიგონ სად იმყოფებითო, ამიტომ იძულებული გახდა პრეზიდენტი კვარაცხელიას სახლი დაეტოვებინა, მიუხედავად იმისა რომ არანაირი სურვილი არ ჰქონდა იქიდან წასვლის. ჩუხუებს არ უთქვიათ სად უნდა გაეწიათ მეგზურობა (ვფიქრობ ეს დაცვის უფროსს მარგველანს უნდა გაერკვია. აბა მიდიხარ სად მიდიხარ?) ჩუხუებმა ჯერ მოიმიზეზეს რომ სახლი ამდენ ადამიანს ვერ დაიტევსო, მერე კი მანქანაში ორი ადგილის უქონლობაც დაასახელეს. ზაზამ და გოჩამ ჯონსონთან ერთად ჩააცილა პრეზიდენტი დაღმართზე, რადგან რთული გზის გამო მანქანა ჭიშკართან ვერ ამოვიდა და ჩუხუებს დაბლა ჰქონდათ გაჩერებული. საჭესთან და მის გვერდით ძმები ჩუხუები ჩაბრძანდნენ... უკან ზვიად გამსახურდია, ბესარიონ გუგუშვილი, რობინზონ მარგველანი, ბაჩუკი გვანცელაძე, ანუ ოთხი კაცი. ვინაიდან მართლაც აღარ დარჩა ზაზას და გოჩას ადგილი პრეზიდენტს სთხოვეს მანქანის საბარგულში ჩავსხდებითო, რაზეც ზვიად გამსახურდიამ უთხრა რომ არ იყო საჭირო, ამდენი ადამიანი, პლიუს ღია საბარგულში ორი კაცი ყურადღებას მივიქცევთო და დაპირდა რომ მეორე დღეს, მოაკითხავდათ მანქანა და სადაც ზვიადი იქნებოდა იქ მიიყვანდნენ. ასე გააცილეს ზაზამ და გოჩამ პრეზიდენტი ძველი ხიბულისკენ. თუმცა მათ ადგილსამყოფელი არ იცოდნენ, სად მიჰყავდათ პრეზიდენტი. ორივე ჯონსონთან ერთად ატრიალდნენ სახლში... 29 დეკემბერს არავინ გამოჩენილა (გამორიცხულია ზვიადს,თავისი ერთგული ბიჭები დაევიწყებინა და ვინმე არ გაეგზავნა) მოკლედ მთელი დღე არავინ გამოჩენილა. გადის კიდევ ერთი დღე, ბიჭებს ნერვიულობა დაეწყოთ, მაგრამ ვის რა კითხონ? გამოკეტილები არიან კვარაცხელიასთან და ლოდინის მეტი არაფერი დარჩენიათ... მოულოდნელად მათთან ცხადდება სოფელ ჯაღრის მკვიდრი, (რომლის ვინაობა თავად ზაზამ და გოჩამ დაასახელოს) მან განუცხადა, რომ ისინი საჭირო აღარ იყვნენ, იარაღი მე ჩამაბარეთო და მიუთითა ტყისკენ. აი ამ გზით გახვალთ სენაკში და ჩეჩნეთში დაბრუნდითო. პრეზიდენტის დაცვას გლეხი კაცისთვის რატომ უნდა ჩაებარებინა იარაღი? (იმ ტყეშიც ვინ იცის რა ელოდათ? მანამდე პრეზიდენტის დაცვიდან აორთქლებული გოგაძე-ჭინჭარაულის ბედი?). მოკლედ ეს ადამიანი გარეთ მიაბრძნეს უარით. გადის კიდევ ერთი დღე და რობინზონ მარგველანი ზაზა და გოჩას აუწყებს პრეზიდენტის "თვითმკვლელობის" შესახებ!!! ორივე გადაჰყავს ძველ ხიბულაში, ღურწკაიების სახლში... ვინმემ წარმოიდგინოს რა განცდები უნდა ჰქონოდათ ამ ორ ადამიანს, როდესაც პრეზიდენტი დაღუპული იხილეს. ზაზას მონაყოლით: „ოთახში რომ შევედი დავინახე საწოლზე მწოლიარე ზვიად გამსახურდია,თავი შეხვეული ჰქონდა, მაგრამ საფეთქელიდან სისხლი მოჟონავდა... სამი-ოთხი საათი ოთახის კუთხეში ვიყავი ჩამხობილი და გაშეშებული ვუყურებდი დაღუპულ ზვიადს... არ იცოდნენ რა მოემოქმედებინათ, როცა მოყვარე არავინაა და შემორტყმული ხარ ხუნტის სადამსჯელო და სპეცსამსახურების გარემოცვაში..."
ზაზა ბურჯანაძის სურვილი იყო პრეზიდენტის ნეშტი დაესვენებინათ წალენჯიხის ტაძარში, შემოეკრათ ზარები და სრულიად საქართველოსთვის ეცნობებინათ ზვიად გამსახურდიას ტრაგიკული აღსასრული, რაზეც გუგუშვილმა უარი განაცხადა! ამ ორი ადამიანის ერთადერთი "დანაშული" ის არის სამივე ეგრეთ წოდებული "მძინარე მოწმე" იქვე რომ არ მიახვრიტეს... თუმცა, მათ იმედი ჰქონდათ, რომ გროზნოში ყველაფერი გაირკვეოდა... ჩეჩნეთის დედაქალაქში თუ რატომ არ ჩატარდა ექსპერტიზა, ადრე თუ გვიან ეს ამბავიც გაირკვევა! მათ შემდეგ ორი ათეული წელი გავიდა და ეს ორი ადამიანი ცხოვრობს და თან არც ცხოვრობს ამ ქვეყანაზე, ყოველდღიური განცდებით და უდიდესი სულიერი ტრამვით...
...და როდესაც ასე ხელაღებით ვიღაცეები ჯღაბნიან გაურკვეველ პასკვილებს, საქმის არსში და მომხდარ მოვლენებში ოდნავ მაინც უნდა იყვნენ გაცნობიერებულნი"!!!"- აღნიშნავს შონია.