reportiori.ge - გიორგი მარგველაშვილი: ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი სახელმძღვანელოა ყველასთვის!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:12
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი: ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი სახელმძღვანელოა ყველასთვის!
ავტორი:
16 იანვარი, 2016. 14:21


„დღეს აღვნიშნავთ ხსენების დღეს ექვთიმე თაყაიშვილისა - ეროვნული გმირის, ღვთისკაცის, როგორც მას ჩვენმა ეკლესიამ უწოდა", - საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  ექვთიმე თაყაიშვილის ხსენების დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

 

„ძნელად მოიძებნება საზოგადოებრივი ცხოვრების რომელიმე სფერო, რომლისთვისაც დიდ მამულიშვილს ძალისხმევა არ გაეღოს:

 

აქტიურად მონაწილეობდა წერა-კითხვის საზოგადოების საქმიანობაში, უნივერსიტეტის დაარსებაში, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ხელისუფლების მუშაობაში, მის სახელს უკავშირდება ვეფხისტყაოსნის ძველ ხელნაწერთა აღმოჩენა, უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური, საისტორიო, პედაგოგიური და ეთნოგრაფიული მოღვაწეობა.

 

ყველა ქართველისთვის განსაკუთრებით სამაგალითოა მისი გმირული თავგანწირვა საქართველოს ისტორიული საგანძურის შეინარჩუნებისა და სამშობლოში დაბრუნებისთვის.

 

მისი ღვაწლი სახელმძღვანელოა ყველასთვის, ვისთვისაც ხალხისა და სამშობლოს მსახურება უზენაესი მიზანია", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016